"ლელო", "დროა" და "გირჩი - მეტი თავისუფლება" - ახალი პოლიტიკური ალიანის პირველი კონტურები გამოკვეთილია

22.07.23 17:27
"ლელო", "დროა" და "გირჩი - მეტი თავისუფლება" - ახალი პოლიტიკური ალიანის პირველი კონტურები გამოკვეთილია

"ლელო", "დროა" და "გირჩი მეტი თავისუფლება" - ახალი პოლიტიკური ალიანის პირველი კონტურები უკვე გამოიკვეთა. ელენე ხოშტარიას გუნდში ადასტურებენ, რომ "გირჩი მეტი თავისუფლებასთან" კონსულტაციები დაწყებულია და ამბობენ, რომ ისინი ასევე ხედავენ საჯარო განცხადებებს ლელოსგან, გაერთიანების აუცილებლობის შესახებ.

ჩვენ გვაქვს აქტიური კოორდინაცია "გირჩი მეტი თავისუფლებასთან" და ჩვენ ასევე ვხედავთ საჯარო განცხადებებს ლელოსგან იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია გაერთიანება. გაერთიანება უნდა ეფუძნებოდეს იდეოლოგიას, ხედვას, ერთის მხრივ ივანიშვილის ცვლილებისა და მეორეს მხრივ, საქართველოს განვითარების. ამდენად, ეს კონსულტაციები არ არის დასკვნით ფაზაში. მე არ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან მოლაპარაკებები დასრულდა და დროას მზად აქვს რეცეპტი გაერთიანების შესახებ, თუმცა ყოველდღიურად მიმდინარეობს საუბრები ამ საკითხთან დაკავშირებით".- აცხადებს "დროას წევრი" გიგა ლემონჯავა.

"გირჩი მეტი თავისუფლებაში" ადასტურებენ, რომ  5 %იანი ბარიერის გადასალახად შესაძლოა, სხვა პარტიებთან ერთად ერთი პლატფორმის ირგვლივ გაერთიანდნენ.

ერთის მხრივ, მე ვარ მოტივირებული, რომ გირჩმა დამოუკიდებლად გადალახოს 5 %იანი ბარიერი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ არ გავრისკოთ ჩვენ და სხვა პარტიებმა და ერთი პლატფორმის ირგვლივ მოვიყაროთ თავი - ამბობს ცოტნე კობერიძე

ლელოში ამბობენ, რომ რუსული ხელისუფლების დასამარცხელად და ქართული საქმის გასაკეთებლად ახალი პოლიტიკური ცენტრის ფორმირებაზე აქტიურად მუშაობენ.

ახლა მთავარი კითხვაა, კიდევ ვის ვნახავთ ერთობაში? საინტერესოა რას იზავს ნიკა მელია და რას გადაწყვეტს ნიკა გვარამიაც, რომელიც ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკურ გეგმებს არ მალავს. ოცნების დასამარცხებლად, როგორც ჩანს, სამი ოპოზიციური ალიანსი იბრძოლებს. ერთ ფლანგზე, ლელოს პოლიტიკური ცენტრი, მეორე მხარეს ვაშაძე-ხაბეშვილის ალიანსი და კიდევ ერთი გაერთიანება, რომელსაც ოცნებიდან დემარშით წამოსული ვეტერანები ქმნიან.
 

მსგავსი სიახლეები