დარჩიაშვილის ნათესავი ამერიკაში გაიქცა - რომელ ცნობილ ბიზნესმენზე სთხოვდნენ ირაკლი ვაშაკიძე ჩვენების მიცემას?

22.07.23 20:09
დარჩიაშვილის ნათესავი ამერიკაში გაიქცა - რომელ ცნობილ ბიზნესმენზე სთხოვდნენ ირაკლი ვაშაკიძე ჩვენების მიცემას?

საგარეო საქმეთა მინისტრის ცოლის ძმა ამერიკაში წავიდა და ქვეყანას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს - ირაკლი ვაშაკიძე შტატებს უმტკიცებს, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნი მსხვერპლი იყო

ამერიკის საემიგრაციო სამსახური  ირაკლი ვაშაკიძის განაცხადს თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებით დეტალურად იხილავს. "შაბათის ეთერის" წყაროს ინფორმაციით, ვაშაკიძემ ამერიკული მხარისთვის გადასაცემ დოკუმენტაციაში დევნის მთავარ მოტივად, ქვეყნის საგამოძიებო სამსახური დაასახელა. თქვა, რომ "თბილისის დინამოს" მფლობელის, ბიზნესმენ გოჩა ფიფიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. ვაშაკიძე "დინამოს" მენეჯერის თანამდებობაზე წლების განმავლობაში მუშაობდა. 

"შაბათის ეთერს" წყარო შტატებიდან უყვება, რომ მინისტრი ცოლის ძმა ამერიკაში, ვიზით შევიდა, თუმცა წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული, რომ იქ თავშესაფარს მოითხოვდა და სავიზო რეჟიმს დაარღვევდა. ოჯახი წასვლის წინ გააფრთხილა, რომ უკან აღარ დაბრუნდებოდა.

"პირველების" ინფორმაციით, დოკუმენტაციაში, რომელიც შტატებში მინისტრის ცოლის ძმამ შეავსო, ის ასახლებს, რომ ჩვენების მიცემას გავლენიანი, ბიზნესმენის რომან ფიფიას წინამდეგ აიძულებდნენ.  რომან ფიფია "დინამოს" გარდა, რუსთავის აზოტის მფლობელია. რომლის გამოც მას ხელისუფლებასთან დაპირისპირება მოუვიდა. წყარო ამბობს, რომ ფიფია აზოტის თემაზე ალაპარაკებას უახლოს მომავალში აპირებს.

მსგავსი სიახლეები