ნულს რომ ნული მივუმატოთ ისევ ნულია - მათიკაშვილი ვაშაძე-ხაბეიშვილის გაერთიანებაზე
ნულს რომ ნული მივუმატოთ ისევ ნულია - ასე ეხმაურება "ოცნების" წევრი დავით მათიკაშვილი ვაშაძე-ხაბეიშვილის გაერთიანებას.
მათიკაშვილი ამბობს, რომ ორივე ოპოზიციონერის ელექტორალური მხარდაჭერა არის ფსკერს ქვემოთ.
ორი ხელმოცარული პოლიტიკოსის პოლიტიკური ქორწინება დასრულდება სრული ფიასკოთი, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, იმიტომ რომ ნულს რომ ნული მივუმატოთ არის ისევ ნული. „ერთი და მეორე პოლიტიკური ჯგუფის ელექტორალური მხარდაჭერა არის ფსკერს ქვემოთ. რეალურად მათ არ გააჩნიათ არანაირი რესურსი იმის, რომ თუნდაც ცალ-ცალკე, ან ერთად გაერთიანებულმა რაიმე სახის პოლიტიკური შედეგი დადონ არჩევნებზე". - ამბობს მათიკაშვილი.