ქრთამი დევნილების ბინებისთვის - ვისთან მიდის წილი?
ბინები დევნილებისთვის ჩაწყობით - "შაბათის ეთერის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ აღებულია ათი ათასობით ქრთამი.
"ტვ პირველის" გამომძიებელ-ჟურნალსტს 31 წლის ემიგრანტი ქალი ეუბნება, რომ უცხოეთში მძიმე შრომით შეგროვებული ფულიც და ბინის მიღების იმედიც ერთად დაკარგა. დევნილი აფხაზეთიდან სახელმწიფომ ღია ცის ქვეშ დატოვა. ის ერთ- ერთია იმ ათასობით დევნილს შორის, ვინც ბინის მიმღებთა გრძელ რიგში დგას, როდესაც უსასრულო მოლოდინმა ყველა ზღვარს გადააჭარბა, დევნილს ურჩიეს, რომ თუ ფულს შუამავალს გადაუხდიდა. დევნილთა სამინისტროს რიგში დაწინაურდებოდა.
რესპოდენტის მონაყოლის თანახმად, 5000 დოლარის სანაცვლოდ თამრიკო გაბეშია, დევნილ ქალს ბინის უმოკლოს დროში მიღებას დაჰპირდა. თამარ გაბეშია ჩვენს რესპონდენტს დევნითა სამინისტროს თანამშრომლად გაეცნო, უთხრა, რომ ფულით ბინის მიმღებთა რიგში წინ უკვე ათობით დევნილი გდაწია. არ დამამალა, რომ თანხის ნაწილს თავად იტოვებდა ნაწილის ზემდგომებს უხდიდა.
აფხაზეთიდან დევნილმა 5000 დოლარი, სესხი ბანკიდან გამოიტანა და გაბეშიას ფული ხელზე კი მისცა, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით ნოტარიუსში გააფორმა როგორც სესხი, მხარეები სიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუკი გაბეშია ოჯახს ბინას არ დაუკანონებდა , ეს თანხა უკან ექნებოდა დასაბრუნებელი.
შეთანხმების მიხედვით, გაბეშიას ოჯახისათვის ბინის გარდა, ნაძალადევში მდებარე კომპლექსში ავტოფარეხიც უნდა გადაეცა. სულ ოჯახისგან 8000 დოლარი აიღო. უძრავი ქონება დევნილებს ნახევარი წლის წინ უნდა მიეღოთ. ეს ყველაფერი არ არის. ირკვევა რომ გაბეშია ახალგაზრდა ქალის დედამთილს, წეროვანში დევნილთა დასახლებაში ბინის დაკანონებასაც დაჰპირდა, რაშიც 5000 ლარი დამატებით აიღო. ისიც გადააგდო. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ანალოგიურ მდგომარეობაშია 20 მდე დევნილი.
"შაბათის ეთერმა" მოიპოვა თამრიკო გაბეშიას მიმოწერა, სადაც ის დევნილებს, ვისაც ფული გამოართვა და ბინის რიგში წინ წაწევა ვერ შეძლო ეუბნება, რომ "მთვარმა გადააგდო. ეს მიმოწერა განცდას აჩენს, რომ შუამავალი სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შესაძლოა, გარიგებული ყოფილიყო და თანხის ნაწილი მათთვის გადაეცა.
"ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა იპოვეს კიდევ დაზარალებული რომელიც ანალოგიურ სქემაზე ჰყვება, კიდევ ერთ ემიგრანტის მტკიცებით, მასაც, ბინის მიმღებთა რიგში წინ წაწევის სანაცვლოდ ფული მოსთხოვეს.
დევნილთა სააგენტოში დაყოვნების გარეშე, ბინის გაცემა ოჯახებზე თანხის სანაცვლოდ როგორც ჩანს დამკვიდრებული პრაქტიკაა. ეკა აფხაზეთიდან და ახლა საფრანგეთიდან სწორედ ამ სქემის დაზარალებულია. ფული გადაიხადა, ბინა მაინც ვერ მიიღო. ფულის შესაგროვებლად ისიც ემიგრაციაში წავიდა.
ვინ სძალავს ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა სააგენტოს სახელით დევნილებს ფულს?! სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი მხეიძეა. მოპოვებული ინფორმაციით, ის თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლის ნათესავია და პოსტიც ამ ნათესაური კავშირის გამო მიიღო. ხალხისთვის ფულის გამოძალვა სისხლის სამართლის დანაშაულია, ამიტომ პირველ რიგში მის ინტერესში უნდა შედიოდეს, ვინ სძალავს ფულს დევნილებს? ირაკლი მხეიძე "შაბათის ეთერის" კითხვებს არ პასუხობს და გარბის.
ქალი რომელმაც დევნილთა მტკიცებით, მათ ფული გამოსძალა. ქვეყნიდან გაიქცა, ის დევნილებთან მიმოწერაში ამბობს, რომ მაღალჩინოსნებმა გადააგდეს.