გადაჰყავთ თუ არა საქართველოს მოქალაქეები სიარიაში - შემთხვევით მოსმენილი საუბარი ქალს ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა

22.07.23 20:50
გადაჰყავთ თუ არა საქართველოს მოქალაქეები სიარიაში - შემთხვევით მოსმენილი საუბარი ქალს ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა

შემთხვევით მოსმენილი სატელეფონო საუბარი 32 წლის ქალს ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა - სასტიკი ძალადობის და წამების მსხვერპლი ის მეგობარი კაცის მხრიდან გახდა. შეკვეთილის სასტუმროში, ჩვენი რესპონდენტის მტკიცებით, ის მეგობარ კაცთან ერთად ისვენებდა, რა დროსაც ნომერში მოისმინა სატელეფონო საუბარი. ქალის ამტკიცებს, რომ „აბუდლა“  იგივე მირზა ბორჩაშვილი საქართველოში ახალგაზრდების  რეკრუტირებას  ახდენს და სირიაში აგზავნის.

ინფორმაცია, რომელიც  ქალმა მისი მტკიცებით მოისმინა,  შოკისმომგვრელია, ირწმუნება,  რომ  სირიაში გასაგზავნი ახალგაზრდების პირადი მონაცემები და ფოტოები  თბილისში გახსნილ რამდენიმე ოფისში გროვდება. შემდეგ კი ახალგაზრდები ტერორისტული დაჯგუფების რიგებში საბრძოლველად გადაჰყავთ.

„შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ქალი ამტკიცებს, რომ ახალგაზრდების გადაბირება სირიაში წასაყვანად საკუთარ თავზე მირზა ბორჩაშვილს აქვს აღებული. მოსმენილი სატელეფონო საუბრიდან კი ქალს დარჩა განცდა, რომ ერთ-ერთი ასეთი ოფისის იდენტიფიცირება პოლიციამ შეძლო, ბორჩაშვილმა კი ოფისის დახურვის და მტკიცებულებების განადგურების დავალება  ტელეფონით გასცა.

ეს სატელეფონო საუბარი ქალის მტკიცებით, 19 მაისს გრიგოლეთში ერთ- ერთი სასტუმროს  ნომერში შემთხვევით მოისმინა, იქ ქალი მირზა ბორჩაშვილთან ერთად იმყოფებოდა. სატელეფონო საუბრის დასრულებისთანავე აბაზანიდან გამოსული ბორჩაშვილი მიხვდა, რომ ქალი უსმენდა, რასაც მისი სასტიკი ცემა მოჰყვა.

დაზიანების ამსახველი ფოტო მასალა დაზარელებულმა „შაბათის ეთერსაც"  გადასცა. ფოტოებში ჩანს, რომ მას სხეულზე მრავლობითი სილურჯეები და ნაჭდევები  აქვს. ფიზიკური ძალადობის გარდა ქალის მტკიცებით, მას  ბორჩაშვილმა  ცეცხლსასროლი იარაღი დაუმიზნა და მოკვლით ემუქრებოდა. ბორჩაშვილს ეჭვი ჰქონდა, რომ ქალმა მისი საიდუმლო საუბარი ჩაიწერა. ქალის მტკიცებით, მისი წამება მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელა, შუაღამეს კი  გაქცევა მოახერხა და შველას სასტუმროს აივნიდან ითხოვდა, თუმცა ძალადობის კიდევ ერთი ეპიზოდი სწორედ აქ  დაიწყო.

ქალზე ძალადობას გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში არც თავად მირზა ბორჩაშვილი უარყოფს -„შაბათის ეთერის“ მიერ მოპოვებული გამოკითხვის ოქმში ის დანაშაულის მოტივსაც ასახელებს, არ უარყოფს რომ 32 წლის ქალი მისი სატელეფონო საუბრის მოსმენის  გამო ცემა.

რა საიდუმლო მოლაპარაკება ჰქონდა, ვის ესაუბრებოდა, რა თემაზე და რამ გამომიყვანა წყობიდან მირზა ბორჩაშვილი ისე რომ ქალის ცემა  გადაწყვიტა, ამ თემით გამოკითხვის ოქმის მიხევდით, გამომძიებელი არ ინტერესდება. არადა დაზარალებული ქალის ადვოკატი ამბობს, რომ საქმე სავარაუდოდ უმძიმეს დანაშაულს ეხება, რომლის გამოძიებითაც კონტრტერორისტული ცენტრი უნდა დაინტერესებულიყო.

რაც შეეხება ქალზე ძალადობის საქმეს, ახალგაზრდა ქალის მიერ პოლიციაში დაწერილი საჩივრის შემდეგ მირზა ბორჩაშვილი დააკავეს, მან დანაშაულიც აღიარა, თუმცა პროკურატურამ  მისი პატიმრობა საჭიროდ არ ჩათვლა და სასამართლოს ძალადობაში ბრალდებული კაცის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა. ბორჩაშვილმა ციხე რამდენიმე დღეში დატოვა. ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა. დაზარალებულის ადვოკატს ეჭვი აქვს, რომ კაცს მფარველები ჰყავს.

ირკვევა, რომ საქმიდან  მირზა ბორჩაშვილის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებებიც გააქრეს - პოლიცია არ დაინტერესდა  იმ მობილური ტელეფონით, რომელშიც ბორჩაშვილი სავარაუდო დანაშაულებრივი სქემის შესახებ საუბრობდა, არ ამოიღეს არც ცეცხლსასროლი იარაღი, არადა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ბრალდებული თავად ადასტურებს, რომ იარაღებს ფლობს. გააქრეს კამერების ჩანაწერებიც, არადა სასტუმროს მთელი პერიმეტრი  სადაც დანაშაული მოხდა სათვალთვალო კამერებით არის აღჭურვილი.

მირზა ბორჩაშვილი ახლა თავისუფალია, ის ოფიციალურად ძვირად ღირებული ავტომობილების ავტოდილერია და ხუთი კომპანიის მფლობელია. რა კავშირი აქვს სირიასთან და რა პასუხი აქვს ბრალდებებზე - მირზა ბორჩაშვილმა ტერორიზმთან კავშირი კატეგორიულად უარყო, ამტკიცებს რომ ბრალდებები გამოგონილია და დაზარალებული ქალი მის დაშანტაჟებას ცდილობს.

მირზა ბორჩაშვილს მისი და ე.წ. კადიროველების კავშირებსაც კატეგორიულად უარყოფს, თუმცა დაზარალებული ქალი ამტკიცებს, რომ შავი ჯიპებით გროზნოდან ჩამოსულ ჩეჩნეთის პრეზიდენტის საძმოს თბილისში შემდეგ კი ყაზბეგში სწორედ მირზა ბორჩაშვილი მასპინძლობდა.

მსგავსი სიახლეები