თბილისში საშვიანი ავტომობილიდან გაისროლეს
ვრცელდება ფოტოები, რომ თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე საშვიანი ავტომობილიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს.
ინფორმაციას "TV პირველს" თვითმხილველი უდასტურებს, მისი თქმით, მინიმუმ 6 გასროლის ხმა გაიგო.
ნაზი ჭალისური ამბობს, რომ ისროდნენ ორი იარაღიდან.
დღეს, ლეონიძეზე, დღისით-მზისით, ქორწილი აღნიშნეს ასე.
საშვიანი მანქანით იყვნენ და უკან პოლიცია მიჰყვებოდა მშვიდად, აუღელვებლად.
ბნელი 90-იანები დაბრუნდა"- დაწერა მოქალაქემ.