უნგრეთის პრემიერის მტკიცებით, ევროკავშირი ქრისტიანობის წინააღმდეგ მიდის და ლგბტ პროპაგანდას ეწევა

23.07.23 12:16
უნგრეთის პრემიერის მტკიცებით, ევროკავშირი ქრისტიანობის წინააღმდეგ მიდის და ლგბტ პროპაგანდას ეწევა

ვიქტორ ორბანი ევროკავშირის წინააღმდეგ გამოდის. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც პუტინის მხარდამჭერი განცხადებებით გამოირჩევა, ამტკიცებს, რომ ევროპული ალიანსი ქრისტიანობის წინააღმდეგ მიდის და ლგბტ პროპაგანდას ეწევა. 


 ევროკავშირი უარყოფს ქრისტიანულ მემკვიდრეობას, ახორციელებს მოსახლეობის ჩანაცვლებას მიგრაციის გზით და ლგბტ ქიუ თავდასხმას ოჯახების მხარდამჭერი ევროპელი ქვეყნების წინააღმდეგ. ჩვენი პოზიცია ნათელია: არ გვსურს, ყველას ჰქონდეს ერთნაირი რწმენა, არ გვსურს, ყველას ჰქონდეს ერთნაირი ოჯახური ცხოვრება, მომდევნო რამდენიმე წლის კიდევ ერთი ევროპული პროცესი, რომელშიც უნგრელებს მოუწვეთ ყოფნა, არის ბრძოლა ფედერალისტებსა და სუვერენისტებს შორის. ევროკავშირი არის ან იმპერია ან ერი. აქ ჩვენ მივიღეთ დარტყმა, როდესაც ინგლისელმა მეგობრებმა დატოვეს ევროკავშირი. ამით ჩვენ დავკარგეთ ბალანსი ევროკავშირში ფედერალისტებსა და სუვერენიტებს შორის. არე იყო, რომ ფრანგები და გერმანელები, როგორც ფედერალისტები ერთ მხარეს იყვნენ, ხოლო ინგლისელები კი ჩვენი, ისე გადის 4-ეული მეორე მხარეს, - ამბობს ორბანი. 

შეგახსნებთ, რომ ორბანი ის პოლიტიკოსია, რომელიც ფიქრობს რომ  რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა საპირისპირო შედეგი გამოიღო. ორბანის რეფორმები კი საქართველოს პრემიერისთვის სამაგალითოა. 

მსგავსი სიახლეები