პოლიციის მხრიდან არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას ჰქონდა ადგილი - გუმათში დაკავებულების ადვოკატი

28.05.21 13:20
პოლიციის მხრიდან არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას ჰქონდა ადგილი - გუმათში დაკავებულების ადვოკატი

ადვოკატის ინფორმაციით, გუმათში გუშინ  დაკავებულ პირებს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებათ, რომელიც მათ დაპატიმრებისას მიიღეს. დალი სულაქველიძე ამბობს, რომ  იზოლიატორში მოთავსებისას პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაკავებულებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.

დაკავებულები ძალიან განაწყენებულები არიან, იმიტომ, რომ მათთან მიმართებით სამართალდამცავების მხრიდან ძალიან არაადამიანურ, დამამცირებელ და ირონიულ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. ეუბნებოდნენ, მოვიდეს ახლა ვარლამი, გადაიხადოს ჯარიმები, ვინ უშველის, ვინ გადაუხდის ჯარიმას და ა.შ. იმას კი არ განიცდიან, რომ დღეს დაკავებულები არიან, არამედ იმას, რომ ქართველი სამართალდამცავების მხრიდან ასეთ მიდგომას აქვს ადგილი ამ საკითხის მიმართ. დაკავების შემდეგ პოლციელები ეუბნებოდნენ, რას იკლავთ თავს, მაინც აშენდება, ვინმეს ხომ არ გგონიათ, თქვენი ეს შეკრება და პროტესტი შედეგს გამოიღებსო“, - აცხადებს ადვოკატი დალი სულაქველიძე.

ადვოკატის თქმით, სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.  

მსგავსი სიახლეები