პარლამენტში შესვლის საკითხზე ცხარე კამათი იქნება, დარწმუნებული ვარ - ხატია დეკანოიძე

28.05.21 13:37
პარლამენტში შესვლის საკითხზე ცხარე კამათი იქნება, დარწმუნებული ვარ - ხატია დეკანოიძე

პარტია კვირას, 30 მაისს, გადაწყვეტს, შევლა თუ არა პარლამენტში - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ, განაცხადა.

კვირას დადგება ეს საკითხი პოლიტსაბჭოზე. კი, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ საკითხზე, უნდა ვიმსჯელოთ მომავალი ბრძოლის სტრატეგიაზე, უნდა ვიმსჯელოთ ზოგადად, რა უნდა იყოს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილები.

იცით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის. ამიტომ, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ფართო მსჯელობა გაიმართება და ამ საკითხზე კენჭისყრა იქნება გადაწყვეტილებამდე.. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს უმრავლესობა. მე არ შემიძლი,ა წინასწარ გითხრათ, ნამდვილად ვერ გეტყვით იმიტომ რომ 120 ადამიანია პოლიტსაბჭოში. ცხარე კამათი იქნება, დარწმუნებული ვარ", – აცხადებს დეკანოიძე.