სამოხელეო დანაშაულის ჩამდენი პირები უნდა დაისაჯონ - ბესიკ დონაძე გორელ საჯარო მოხელეებზე

23.07.23 16:00
სამოხელეო დანაშაულის ჩამდენი პირები უნდა დაისაჯონ - ბესიკ დონაძე გორელ საჯარო მოხელეებზე

გორელი საჯარო მოხელეების უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენება - ექსპერტები სავარაუდო დანაშაულზე საუბრობენ. კორუფციის მკვლევარი ბესო დონაძე ფიქრობს, რომ თანამდებობის პირები, რომლებიც სამოხელეო დანაშუალს სჩადიან და სამსახურეობრივ ავტომობილებს საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ, აუცილებლად უნდა დაისაჯონ. 

ეს, რა თქმა უნდა, არის სამოხელეო დანაშაული და ამისთვის აუცილებლად უნდა დაისაჯონ თანამდებობის პირები. მაშინ, როცა ავტომობილი გემსახურება სამსახურეობრივად, არ გაქვს უფლება, ამ ავტომობილით იარო სენი პირადი მიზნებისთვის. ამას ემატება ის, რომ ბენზინებს, რომელსაც ასხამენ, ავზში, ასხამენ იმაზე მეტს, ვიდრე ავზი იტევს. ეს იმას ნიშნავს, რომ იპარავენ ბენზინს. გორის მერიის სტრუქტურებში ერთად მუშაობს 2858 ადამიანი. გორს ეტყობა რომ ყოველდღე 2858 ადმაიანი მუშაობს გორის გავიტარებისთვის? ამ აიპებში დასაქმებული ადამიანებისთვის ყოველწლიურად იხარჯება 17 მლნ ლარი. ეს თანხა აკლდება ყოველწლიურად გორის მოსახლეობას. ანუ გორის მოსახლეობას შეუძლია ოველწლიურად 17 მლნ-ზე მეტი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიიღოს, მაგრამ ვერ, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ მისი პარტიული აქტივი დაასაქმონ საჯარო სამსახურებში და შემდეგ ეს პარტიული აქტივი სახელმწიფო მანქანებით დაჰქრის საკუთარი სიმოავნებისთვის, - ამბობს დონაძე. 

 გორელი საჯარო მოხელეეები დიდ სკანდალში ეხვევიან. ხინჩეგაშვილის უწყებას  პროკურატურაში უჩივიან. საჩივრის ავტორი საინფორმაციო სააგენტო "მოზაიკაა".

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მათ ხელშია მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ გორელი საჯარო მოხელეეები უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ: დადიან სამსახურის მანქანით მაშინ, როცა ეს წესით აკრძალულია.

"მოზაიკამ" საქართველოს პროკურატურაში საჩივარი უკვე გააგზავნა.

მსგავსი სიახლეები