ვაშაძე-ხაბეიშვილის გაერთიანება ქართველი ხალხის მორიგი მოტყუებაა
ვაშაძე-ხაბაიშვილის გაერთიანებას "ხალხის მორიგ მოტყუებას" უწოდებს "ტრიბუნას" ლიდერი, დავით ჭიჭინაძე. პოლიტიკოსი საქართველოს მესამე პრეზიდენტისგან პოზიციის დაფიქსირებას ელის. ჭიჭინაძე თვლის, რომ "ოპოზიციაში ყველაზე მეტ გადაწყვეტილებებს დღეს სწორედ ივანიშვილი იღებს"
ვაშაძე-ხაბეიშვილის გაერთიანება ქართველი ხალხის მორიგი მოტყუებაა.
და თუ სააკაშვილი არ გააპროტესტებს, საჯაროდ არ გაემიჯნება მათ და არ იტყვის, რომ ეს მორიგი დაშლა-აწყობა მისი კურთხევით კი არ ხდება, არამედ ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, მაშინ ის ივანიშვილთან არის გარიგებული და მის თამაშს თამაშობს.
რადგან, ოპოზიციაში ყველაზე მეტ გადაწყვეტილებებს დღეს სწორედ ივანიშვილი იღებს - ვისაც უნდა თავჯდომარედ იმას დანიშნავს, უნდა დაშლის და უნდა ისევ ააწყობს, მითუმეტეს ვაშაძის და ხაბეიშვილის გარშემო"- აცხადებს დავით ჭიჭინაძე