მზადება იდეოლოგიური ომისთვის - კრემლი თბილისში ქართულ - რუსული უნივერსიტეტის გასახსნელად ემზადება

24.07.23 13:25
მზადება იდეოლოგიური ომისთვის - კრემლი თბილისში ქართულ - რუსული უნივერსიტეტის გასახსნელად ემზადება

მზადება იდეოლოგიური ომისთვის - კრემლი თბილისში ქართულ - რუსული უნივერსიტეტის გასახსნელად ემზადება. ამბავი პრიმაკოვის ცენტრის ქართველმა თანამშრომელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ რუსულ მედიასთან უკვე დაადასტურა.

კრემლისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელი იტყობინება, რომ  სწავლის ხარჯებს ახალგაზრდებს მთლიანად რუსეთის ფედერაცია დაუფინანსებს, ლექციებსაც პუტინის იდეოლოგები წაიკითხავენ.

დიმიტრი ლორთქიფანიძე "პირველების" კითხვებს არ პასუხობს. 

რაც შეეხება რუსულ ელიტასთან დაახლოებულ ვასილ კაპანაძეეს, ეს უკანასკნელი ამბობს, რომ განათლებასთან "მტერი არაფერ შუაშია" 

... მტრის სახელმწიფო ეყვარება რა შუაშია, აქ უკანონოდ აკონტროლებს ჩვენი ტერიტორიების 20%. ეს სხვა საკითხია და განათლება სხვა, ახლა განათლება მიიღო და რუსი კლასიკოსების შემოქმედება კარგად შეისწავლო და რუსეთი უფრო კარგად შეისწავლო მით უფრო საჭიროა რუსეთთან.

მტერი კი არ გაძლევს განათლებას შენ თვითონ იღებ, მაგრამ იქ ნახულობ დადებითსაც და უარყოფითსაც, როდესაც უფრო კარგად იცი რუსეთი. პროპაგანდისტული არ იქნება მე მგონი, იქნება რეალისტური რაღაც ინფორმაცია, რომელიც ისტორიასთან არის დაკავშირებული, ურთიერთობებთან, რუსეთის უფრო კარგად აღქმა და შესწავლა მნიშვნელოვანია მითუმეტეს, როდესაც გვაქვს ასეთი რთული ურთიერთობები ამ სახელმწიფოსთან" - ცახადებს  ვასილ კაპანაძე.

ოპოზიციაში განგაშის სიგნალი უკვე ჩართეს - დიმიტრი შაშკინი პირდაპირ ამბობს, რომ რბილი ძალა მიზნად ისახავს ერთადერთ რამეს - რუსული აგენტების ქსელის შექმნას საქართველოში:

რბილი ძალა მიზნად ისახავს ერთადერთ რამეს. ეს არის რუსული აგენტების ქსელის შექმნას საქართველოში, პროპაგანდა რუსული ცხოვრების სტილის, რუსული სამყაროსი, რაც საბოლოო ჯამში, მთავრდება ან ანექსიით, და ჩვენ ამას ვხედავთ ბელორუსიაში, როდესაც რუსეთი ყლაპავს მთლიანად ბელორუსიას, ან ომით, როგორც ეს იყო საქართველოში ან ახლა მიმდინარეობს უკრაინაში, - ამბობს ენმ-ს წევრი დიმიტრი შაშკინი.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" პოზიციას,  ნინო წილოსანი ამბობს, რომ რუსულ ექსპანსიას "არაფერი და ვერაფერი ვერ დაადასტურებს." მისი თქმით, ამ ყველაფრის მიზანი ხალხში პანიკის დათესვა და აჟიოტაჟის გამოწვევაა. 

"ვერ ვხვდები მიზეზს, რატომ უნდა ვიმსჯელო ვიღაც ადაიანის მოსაზრება. თუ აღბიშნული რაღაც ფორმით დაემსგავსება ფაქტს, მზად ვარ გავაკეთო კომენტარი. 

თუ საგანმანათლებლო, ასე ვთქვათ, ინსტიტუციების დაფუძნება გაინტერესებთ, არაერთი ევროპული, ამერიკული ინსტიტუტი და უნივერსიტეტი დაარსებულა და არ მახსოვს, რომ აღნიშნულ თემაზე რაიმე კითხვა გაგეკეთებინათ და დაგესვათ.

არაფერი და ვერაფერი ვერ დაადასტურებს რუსულ ექსპანსიას საქართველოში. ყველას დეკლარირებული გვაქვს ანტირუსული და პროდასავლური პოლიტიკა. ამიტომ, ამ თემაზე საუბარი ერთადერთი ემსახურება იმას, რომ დათესოთ რაღაცა პანიკა და აჟიოტაჟი გამოიწვიოთ საზოგადოებაში".- თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ნინო წილოსანმა. 

 

მსგავსი სიახლეები