თუ ასე ადვილია, რატომ არ იხდის ივანიშვილი ლობისტებში ფულს? რატომ არის ასეთი ძუნწი? - მანჯგალაძე

24.07.23 13:20
თუ ასე ადვილია, რატომ არ იხდის ივანიშვილი ლობისტებში ფულს? რატომ არის ასეთი ძუნწი? - მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე მეოთხე პრეზიდენტის პატრიოტიზმში დარწმუნებულია. საქმე ეხება "ოცნების" მორიგ პროპაგანდას,  რომლის თანახმადაც მეოთხე პრეზიენტმა მესამესგან მხარდასაწერი განცხადებების სანაცვლოდ ფული აიღო.

ამასთან, ოპოზიციის წევრს უკვირს, რატომ არ იხდის იგივე ლობიზმში ივანიშვილი ფულს. მანჯგალაძეს აინტერესებს, თუკი ევროპარლამენტზე გავლენის მოხდენა ასე ადვილია, რატომ არ ქირაობს მსგავს კომპანიებს ოლიგარქი, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიაღებინოს. 

გიორგი მარგველაშვილის პატრიოტიზმში ეჭვი არ მეპარება და ის, რომ ადამიანი დადგეს საქართველოს სადარაჯოზე , არ მგონია, რომ ამაში თანხას იღებდეს. თუ ასე ადვილია ლობისტური საქმიანოაბის შედეგად გავლენის მოხდენა ევროპარლამენტზე, რა გაუჭირდა ბიძინა ივანიშვილს ასეთი? რატომ არის ასეთი ძუნწი ეს კაცი? ერთი-ორი კომპანია დაიქირავოს და მიაღებინოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, - ამბობს პაატა მანჯგალაძე. 

მსგავსი სიახლეები