"ოცნება" აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელს ამერიკელ ლობისტებთან უკანონო გარიგებაში ადანაშაულებს

24.07.23 13:35
"ოცნება" აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელს ამერიკელ ლობისტებთან უკანონო გარიგებაში ადანაშაულებს

"ქართული ოცნების" სამიზნე გახდა დღეს ამერიკის სახელმწიფო დეპარატამენტის სტაჟიანი კადრიც. ევან ელიოტს, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოს თანამშრომელია, ამერიკელ ლობისტებთან სააკაშვილის საკითხზე უკანონო გარიგებაში  ადანაშაულებენ.

მძიმე ბრალდებების მიუხედავად,  ამ დრომდე საგამოძიებო უწყებაში არც კელი დეგნანი და არც თავად დიპლომატი არ დაუბარებიათ.

"ქართული ოცნების" დეპუტატები კონკრეტულა ვერ ამბობენ, რა კანონდარღვევა აღმოაჩინეს. 

გასაკვირი არ არის, რომ საელჩოში შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი ადამიანი, რომელიც ჩაებმებოდა ალბათ ლობისტურ კამპანიაში, მაგრამ აქ შინაარსი უფრო სამწუხარო, როდესაც კამპანია სრულიად მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. აქ ალბათ მეტი სიფრთხილეა საჭირო, როდესაც დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლები ერთვებიან მსგავს საქმიანობაში. ზუსტად ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა ნაბიჯები აქვს გადადგმული ამ ადამიანს ამ კამპანიის ფარგლებში, რამდენად მოდიოდა ის წინააღმდეგობაში მის დიპლომატიურ ჩარჩოებთან, - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი. 

აშშ-ს სააელჩოს წარმომადგენელს ამერიკელ ლობისტებტან უკანონო გარიგებაში ადანაშაულებს "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილიც. 

რაც შეეხება პოლიტიკურ მრჩეველთან დაკავშირებით საკითხებს, რა თქმა უნდა, როდესაც საელჩოა მოხსენიებული, ბუნებრივია, ყველაფერს ელჩი ვერ გააკეთებს და ამ შემთხვევაში ეს პოლიტიკურ მრჩეველი იქნებოდა ჩართული ზუსტად ამ პროცესებში. ამასტან დაკავშრეით, ჩვენ, სამწუხაროდ, კითხვებიც აღარ გვაქვს. კითხვები გვქონდა, როდესაც ჩვენ, „ხალხის ძალა“ ვაკეთებდით განცხადებებს, მაგრამ ახლა ეს კითხვები აღარ გვაქვს, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

მსგავსი სიახლეები