ცილისწამება გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ - ვინ აიღო 11 500 დოლარი
,,ოცნება" მარგველაშვილის წინააღმდეგ - ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრეები ცილისწამებაში არიან მხილებულნი. ირკვევა, რომ 11 500 $, რომელზეც FARA-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებშია საუბარი, მეოთხე პრეზიდენტის მიერ, სააკაშვილის სიცოცხლის შესანარჩუნებლად დაწყებული კამპანიის გასაშუქებლად საინფორმაციო სააგენტომ დახარჯა.
მეტი სიცხადისთვის, FARA-ს დოკუმენტის იმ ნაწილში, სადაც გიორგი მარგველაშვილია ნახსენები, ერთი სიტყვა არ წერია, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტისთვის თანხის გადახდაზე.