2024 წლის ნატოს სამიტს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობად მივიჩნევ - რეზნიკოვი
უკრაინის თავაცვის მინისტრი იმედოვნებს, რომ უკრაინა ომში გამარჯვების შემდეგ ნატოს ალიანსის წევრი გახდება. ალექსეი რეზნიკოვი მიიჩნევს, რომ 2024 წლის ნატოს სამიტი უკრაინისთვის მნიშვნელოვანი დღე იყო.
2024 წლის ნატოს სამიტს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობად მივიჩნევ. ვინც იცის, იქნებ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყოს უკრაინისთვის. ეს მხოლოდ ჩემი პროგნოზია ჩვენი გამარჯვების შემდეგ. ეს ნატოს ინტერესში იქნება. უკრაინამ ნამდვილი საბრძოლო გამოცდილება მიიღო. როგორ შევაკავოთ რუსები, დავამარცხოთ ისინი, დავამარცხოთ ნატოს სტანდარტების შეიაარღების გამოყენებით, - ამბობს რეზნიკოვი.