ონიანი ხაბეიშვილს: „გადააბიჯეთ პატივმოყვარეობას და დაელაპარაკეთ თანამებრძოლებს“

24.07.23 14:50
 ონიანი ხაბეიშვილს: „გადააბიჯეთ პატივმოყვარეობას და დაელაპარაკეთ თანამებრძოლებს“

ახალი უთანხმოება ენმ-ში - საკრებულოს ის დეპუტატები, რომლებიც პარტიის ახალ მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილები, ვაშაძე-ხაბეიშვილის ერთობის პრეზენტაციაზე გამოჩნდნენ და ლიდერებს კითხვები დაუსვეს.

თბილისის საკრებულოს წევრმა ენმ-დან გიორგი ონიანმა პარტიის თავმდჯომარეს თავმდაბლობისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მნიშვნელოვანია, გუნდის ყველა წევრთან მოლაპარაკებები გაიმართოს. ონიანის თქმით, ენმ გამარჯვების პლატფორმაა, რომელიც პირველ რიგში, შიგნით უნდა გაერთიანდეს. 

სულ რომ მართლად მივიჩნევდე 100%-ით თავს, მაინც ვფიქრობ, რომ ყველასთან არის მისასვლელი, ყველასთან არის დასალაპარაკებელი, მაია კალანდია იქნება, ბესო გაზდელიანი იქნება, ნებისმიერი სხვა ღირსეული ადამიანი, რომელსაც უბრძოლია ჩვენს გარშემო და დღეს აქ არ არის. დღეს, მაგალითად, თბილისის საკრებულოდან აქ ვართ 5 ადამიანი, 7 არ არის. იმ 7-დან ხომ ვერცერთი ვერ დავიჯერებთ, რომ არცერთ ჩვენი პარტიის წარმატება არ უნდა, ასეთი რამ არ არსებობს. ამ ხალხთან ვართ მისასვლელი. კი, უნდა გადავაბიჯოთ პატივმოყვარეობასაც, ყველაფერს და ამ ადამიანებს უნდა დაველაპარაკოთ. როდესაც შიგნით ვიქნებით ერთიანები, მარტო გიორგი ვაშაძე კი არ გაერთიანდება ჩვენთან ერთად, ძალიან ბევრი, იმიტომ, რომ ეს არის რეალური პლატფორმადა ამას ვერავინ უარყოფს.“ნაციონალური მოძრაობა“ არის „ქართული კრიმინალური ოცნების“ დამარცხების პლატფორმა. სხვანაირად რომ „ქართული ოცნება“ ვერ დამარცხდება 24-ში, ამას ყველა ვხედავთ. ვისურვებდი, რომ ხვალიდან დავინახო ნაბიჯები პატუვმოყვარეობის ცოტა უკან გადაწევის და თითოეულ ჩვენს მებრძლთან უშუალო დალაპარაკები, მოფერების და მათი ცართვის იმ ბრძოლაში, რის გარეშეც გამარჯვება ამ ბძღოლაში უბრალოდ არ იქნება, - თქვა გოგა ონიანმა. 

თავის მხრივ, თანამშრომლობისთის მზადყოფნა გამოთქვა ლევან ხაბეიშვილმაც. პარტიის თავმდჯომარემ ონიანს თანამებრძოლებთან კომუნიკატორი როლი შესთავაზა და უთხრა, რომ მზადაა ყველატან ინდივიდუალურად გაისაუბროს და თუკი ასეთი არსებობს, შეცდომებიც აღიაროს. 

შენ იყავი ის ადამიანი, ის კომუნიკატორი, თუ ვინმე თლის, რომ ვინმესთან დასალაპარაკებელია, სამუშაოა, რამე დასათმობია, პირველი ვიქნები მე, ვინც დათმობს, ვინც უკან დაიხევს, ვინც გაესაბრება, თუ ვინმეს ობიექტური წუხილები აქვს, ვიტყვი, რომ რარაცა გარკვეული შეცდომა დავუშვი,მე ამის პრობლემა არ მქონია, - განაცხადა ხაბეიშვილმა.   

ონიანს ეთანხმება ენმს- წევრი ზვიად კუპრავაც. მისი თქმით, აღნიშნულ ფორმატს მნიშვნელოვანი ლეგიტიმაცია მას შემდეგ ექნება, რაც პროცესში პარტიის ყველა წევრი იქნება ჩართული.


 მნიშვნელოვანი ამბავია, რომ ამ ფორმატში, დღეს ამ 600 ადამიანში, მე ვერ ვნახე ბევრი სიეთი ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში იბრძოდა ოლიგარქიის, ივანიშვილის, რუსული რეჟიმის და დიქტატურის წინააღმდეგ. ეს ადამიანები არიან, პირველი ხაზის მებრძოლი ადამიანები. მაგალითად ბაჩო თამლიანი, ქალბატონი მაია კალანდია, გამრჯვებული რაიონის, ჩხოროწუის საკრებულო. როდესაც ეს ფორმატი ამუშავდება სრული ჩართულობით, მერე აქ მიღებულ გადაწყვეტილებებს ექნება ძალიან მნისვნელოვანი ლეგიტიმაცია, ძალიან მნიშვნელოვანი ძალა, - ამბობს ზვიად კუპრავა. 
 

 

მსგავსი სიახლეები