ბინძური ტყუილი! - გიორგი მარგველაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ

24.07.23 15:02
ბინძური ტყუილი! - გიორგი მარგველაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ

 

 

ბინძური ქმედებაა - ამ სიტყვებით ეხმაურება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი სამთავრობო პროპაგანდის აგორებულ კამპანიას. რომლის მიხედვითაც,  "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ გიული ალასანიამ ყოფილ პრეზიდენტს  11 500 დოლარი მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერი განცხადებების გაკეთებისთვის გადაუხადა.

პრინციპულად არ ვაკეთებ ხოლმე სიღრმისეულ კომენტარს ბინძურ ტყუილზე. ვინც ბინძურ ლათინურ ასოებს ფლობს ის იოლად გაიგებდა ამას, ცოტა შეურაცხყოფებია მე თუ ქრთამების აღება მინდოდა 11 500 ავიღებდი, ძალიან შეურაცხმყოფელი თანხა არის ჩემი ძალიან, ამას ვაფიქსირებ კიდევ ხაზგასმით. ბინძურ ტყუილზე პოლიტიკაში არასდროს არ უნდა გააკეთო კომენტარი, ისეთ ტყუილზე რომელიც არის სიბინძურის 100%. თვითონ მილიონებს იპარავენ და მე ე.ი. 11 500-ზე მეტი ვერ გაიმეტეს ჩემთვის ტყუილშიც კი წარმოგიდგენიათ?!" - აცხადებს "პირველებთან" გიორგი მარგველაშვილი.

საბოლოოდ გაირკვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ეს თანხა არა ყოფილ პრეზიდენტს, არამედ საინფორმაციო სააგენტოს გადაუხადა მომსახურებისთვის. 

სააგენტო ავრცელებდა  ინფორმაციას და აქტივობებს,  რომელიც  პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის სი-ცოცხლის გადასარჩენად დაიწყო. ფარას  დოკუმენტში არსად წერია, რომ ფული გიორგი მარველაშვილმა აიღო.

მსგავსი სიახლეები