სასამართლო რეფორმა - პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

28.05.21 13:23
სასამართლო  რეფორმა - პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

სასამართლო სისტემის რეფორმაზე პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მიშელის შეთანხმების  მესამე პუნქტის შესასრულებლად, დოკუმენტის ხელმომწერები შეიკრიბნენ. მხარეები შეთანხმდნენ რომ სასამართლო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება. 

მიშელის დოკუმენტის მიხედვით რეფორმა უნდა განხორციელდეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე, დასჭირდება რა თქმა უნდა შესაბამისი პროცესი. გაგრძელდება მუშაობა და საბოლოო ჯამში ჩვენ ერთად უნდა შევიმუშავოთ წინადადებები. კანონმდებლობის საკითხში, შეიძლება ითქვა, რომ  ყველაფერი არის სათანადოდ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ კანონმდებლობაზე არ გაგრძელდება მსჯელობა", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ კანონმდებლობის შემუშავებაში  საერთაშორისო ექსპერტებიც ჩაერთვებიან. 

პარლამენტის წევრებით დაკომპლექტდება სამუშაო ჯგუფი, შევთანხმდით რომ იქნება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაც შესაძლებელი. იცით, რომ საკითხები არის განსაზღვრული მიშელის დოკუმენტში. საუბარია საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობაზე. სასამართლო სისტემა უნდა იყოს მაქსიმალურად დაცლილი პოლიტიკისგან და არავინ არ უნდა მისცეს თავის თავს უფლება რომ ჩაერიოს სასამართლო სისტემაში'", - ამბობს ანრი ოხანაშვილი.  

სამუსაო ჯგუფის წევრების ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. პრიორიტეტს ოპოზიციისთვის უზენაეს სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნების შეჩერება წარმოადგენს. 

მსგავსი სიახლეები