მარგველაშვილის მდაბიო ტყუილი მედიაში დაფინანსდა 11 500 დოლარით - მამუკა მდინარაძე
„მხოლოდ იმაში, რომ ერთდღიანი რაღაც პეტიცია და კოალიცია შექმნა მარგველაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლის დასახსნელად თუ რაღაც სათაური რომ იყო ხომ გახსოვთ, აი ამ ნიუსის, ერთ საათიანი ტყუილის გავრცელებაში 11,500$ ია გადახდილი" - ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მარგველაშვილის მხარდაჭერა ამ თანხით იყო ერთი ფეიკის გავრცელებაში და თქვენ წარმოიდგინეთ მთლიან კამპანიას რამხელა ფინანსები სჭირდება, რომლის ფორმალიზებაც არ მომხდარა. როგორც ჩანს, ფულის გადახდა ხელშეკრულებაში ამის გაწერის გარეშე ვერ მოხდებოდა, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, ამერიკაში მოქმედი „რუსული კანონის“ თანახმად, რომ მარგველაშვილის მდაბიო, ერთსაათიანი ტყუილი და მისი დისტრიბუცია საერთაშორისო მედიაში დაფინანსდა 11 500 დოლარით.
ერთ საათიანი ტყუილი და თქვენ წარმოიდგინეთ რამხელა ფული სჭირდება იმ კამპანიას, რომელიც წარმოებს საქართველოს წინააღმდეგ და მარტო ფული ამას არ ჰყოფნის. ამას მხარს და ზურგს უმაგრებენ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.