"ოცნება" გიორგი მარგველაშვილს თავს იმიტომ ესხმის, რომ მისი ეშინიათ - ხაბეიშვილი
"ქართული ოცნება" გიორგი მარგველაშვილს თავს იმიტომ ესხმის, რომ მისი ეშინიათ - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ განაცხადა.
ხებეიშვილი ადასტურებს, რომ მეოთხე პრეზიდენტთან კომუნიკაცია აქვს:
მაქვს ხოლმე კომუნიკაცია, როგორ შეიძლება პრეზიდენტ მარგველაშვილთან, კომუნიკაცია არ გქონდეს რაიმე რჩევა არ ჰკითხო და მისი გონებრივი რესურსები არ გამოიყენო, მე გამოვიყენებ ყველას გონივრულ რესურს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. დაველაპარაკები ყველას და ძალიან ბევრ ლიდერს შევკრებთ საბოლოო ჯამში გამარჯვების პლატფორმაზე და მე ვხედავ, რომ ამიტომ ესხმიან თავს გიორგი მარგველაშვილს, რომ აქვთ შიში, რომ მისი ჩართულობა იქნება პრობლემა რუსი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში" - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ გიული ალასანიამ ყოფილ პრეზიდენტს 11 500 დოლარი მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერი განცხადებების გაკეთებისთვის გადაუხადა.