"ქართველი ახალგაზრდების "მოწამვლას" ემსახურება" - ფიქრია ჩიხრაძე რუსული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნაზე

24.07.23 15:38
"ქართველი ახალგაზრდების "მოწამვლას" ემსახურება" - ფიქრია ჩიხრაძე რუსული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნაზე

"ლელოს" წევრი ფიქრია ჩიხრაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოში ქართულ-რუსული უნივერსოტეტის გახსნა რუსულ ინტერესებს ემსახურება. ოპოზიციის წევრის თქმით, სასწავლებელში, დიდი ალბათობით, ქართელი ახალგაზრდების პრურუსლი იდეოლოგიით მოწამვლა მოხდება. 

ვის რა წარმოუდგენია, რა შეიძლება ისწავლებოდეს ამ ტიპის უნივერსიტეტში გარდა იმისა, რომ იყსო ეს ანტიდასავლური სულისკვეთების, იყოს პრორუსული სულისკვეთების და ქართველი ახალგზრდები „მოწამვლა“ მოხდეს ამ  ახალი იდეოლოგიური ნაკადით. ამას აკეთებენ თან ის ადამიანები, რომლებიც ღიად გამოხატულად პრორუსული ორიენტაციის არიან. როდესაც  ხელისუფლებას ეროვნული და სახელმწფოებრივი ინტერესი აბსოლუტურად არ ადარდებს და არ აინტერესებს, ასეთ შემთხვევაში, მათთვის, რა თქმა უნდა, მისაღებია, რომ ამდაგვარაი დაწესებულება იხსნებოდეს საქართველოში, - ამბობს ფიქრია ჩიხრაძე. 

კრემლი თბილისში ქართულ - რუსული უნივერსიტეტის გასახსნელად ემზადება. ამბავი პრიმაკოვის ცენტრის ქართველმა თანამშრომელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ რუსულ მედიასთან უკვე დაადასტურა, თუმცა ფაქტს ამ დრომდე უარყოფს საქართელოს განათლების სამინისტრო. 

მსგავსი სიახლეები