მივიღეთ გადაწყვეტილება, სააკაშვილის გარშემო გაკეთდეს „გამარჯვების პლატფორმა“ - ლევან ხაბეიშვილი

24.07.23 16:15
 მივიღეთ გადაწყვეტილება, სააკაშვილის გარშემო გაკეთდეს „გამარჯვების პლატფორმა“ - ლევან ხაბეიშვილი

მივიღეთ გადაწყვეტილება, სააკაშვილის გარშემო გაკეთდეს „გამარჯვების პლატფორმა“ - ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს წევრებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

ხაბეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი იქნება მთავარი და მოწინავე ბიძინა ივანიშვილის დამარცხების საქმეში.

უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მიხეილ სააკაშვილის გარშემო გაკეთდეს „გამარჯვების პლატფორმა“ და დიახ, მიხეილ სააკაშვილი იქნება მოწინავე და მთავარი, ვინც ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტიის დამარცხებაში შეიტანს ლომის წვლილს და დიახ, მიხეილ სააკაშვილის გარშემო, „სტრატეგია აღმაშენებელთან“, სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად გავიმარჯვებთ რუსულ პარტიაზე", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები