შეხვედრის შესახებ ტელევიზიით გავიგე - ენმ-ს წევრების ნაწილი ხაბეიშვილის წინააღმდეგ
მაია კალანდია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის წინააღმდეგ - ზუგდიდის საკრებულოს წევრი "პირველბთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ტელევიზიით გაიგო დღევანდელი შეხვედრის შესახებ.
ირკვევა, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი წევრი თბილისში არავის მოუწვევია. კალანდია იყენებს სიტყვა "უმსგავსოს" და ასე აღწერს დღეს "ნაციონალებში" შექმნილ მდგომარეობს.
ტელევიზიიდან გავიგე, რომ ლევან ხაბეიშვილი და ლიდერშიფის ახალი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ხდებოდნენ ნაციონალური მოძრაობიდან საკრებულოს წევრებს. მინდა გითხრათ,დარწმუნებით, რომ მე ამ შეხვედრის შესახებ არაფერი ვიცოდი. რაც შეეხება განცხადებას, რომ მათი კარი ღიაა, უკაცრავად, გიორგი ვაშაძესთან, როდესაც ჩვენ ზუგდიდში 20 და 21-წლებში ვიბრძოდით ნაციონალური მოძრაობის სახელით და ახლა ვაგრძელებ პოზიციონირებას ამ სახელით, გიორგი ვაშაძე დაგვცინოდა... მე ნიკა მელიას მხარდამჭერი კი არ ვიყავი, იმ უმსგავსობის მოწინააღმდეგე ვიყავი და ვარ, რომელსაც აგრძელებს ლევან ხაბეიშვილი და რომელსაც დაემატა გიორგი ვაშაძე", - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მაია კალანდია.
ნოდარ დუმბაძეც იმათ რიგშია, ვინც შეხვედრაზე არ მიიწვიეს.
ნაციონალური მოძრაობის ახალი მენეჯმენტის გულწრფელობა ნათლად გამოჩნდა დღევანდელ დღეს იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე არ იქნა მიწვეული თანაპარტიის, ნაციონალური მოძრაობის სრული უმრავლესობა, ანუ ის ადამიანები, ვინც არჩევნებზე ნიკა მელიას დაუჭირეს მხარი, მეც მათთან ერთად ფრაქციის ხელმძღვანელმა ტელევიზიის საშუალებით გავიგე დღევანდელი შეხვედრის შესახებ", - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნოდარ დუმბაძე.