იქნება თუ არა კიდევ ერთი ოპოზიციური გაერთიანება? - რა გეგმები აქვს "ლელოს"
იქნება თუ არა კიდევ ერთი ოპოზიციური გაერთიანება? - " ლელო" პროევროპულ პარტიებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს, თუმცა ერთი პირობით. მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური გაერთიანების წევრები მოსახლეობასთან შეათანხმებენ, ვინ სურრთ იხილონ ერთობაში, რომელმაც 2024 წელს გადამწყვეტ არჩევნებზე "ქართული ოცნება" უნდა დაამარცხოს.
ბადრი ჯაფარიძემ "პირველებს" დღეს არ დაუსახელა არცერთი პარტია, რომელიც "ლელომ" შესაძლოა, მომავალ პარტნიორად განიხილოს. ოპოზიცონერი ლიდერის თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყანაში ორპოლუსინოაბა დასრულდეს და სწორედ ასეთი არჩევანის შეთავაზებას გეგმავს ამომრჩევლისთვის.
„ლელო“ აპირებს მის პოტენციურ პარტნიორებთან ერთდ სხვა პროევროპულ პარტიებთან, პოლიტიკოსებთან ერთად განიხილოს წინასაარჩევნოდ ისეთი ერთობის შექმნა, რომელიც სწორედ შეცვლის დღევანელ ორპოლუსიან ვითარებას. საუბარია თანასწორუფლებიანი ერთობის შექმნაზე და ისეთი კონფიგურაციით, რომელიც გაარღვევს „ქართული ოცნებისთვის“ სასარგებლო ორპოლუსიანობას. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამასთან დაკავშირეით ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს შესაძლო პარტნიორებთან და გვექნება აუცილებლად წინასაარჩევნოდ ასეთი ერთობა. გვსურს მათ სწორედ ისეთი ალტერნატივა შევთავაზოთ, ისეთი წინადადებებით მივმართოთ, რომელიც ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ შემდგომ ქვეყნის უსაფრთხო, მშვიდ, მგრად და სწრაფ გავითარებას და სწრაფ ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში, - თქვა დღეს ბადრი ჯაფარიძემ.