მივესალმებით, თუ ვინმე პროდასავლურ ველზე გაერთიანდება - ხაბეიშვილი
ენმ-ს თავმჯდომარე ოპოზიციურ ველზე გაერთიანებების მომხრეა. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ კონკურენტად და მტრად "ოცნების" გარდა არავის აღიქვამს, ხოლო სხვა ყველა პროასავლურ პარტიებს პარტნიორებად მიიჩნევს.
მხოლოდ მივესალმებით თუ ვინმე პროდასავლურ ველზე გაერთიანდება და მეტიც, პირველებმა გადავდგით ეს ნაბიჯი, რომ მათაც იჩქარონ, რომ საზოგადოებას ჰქონეს ინფორმაცია კონკრეტული კონფიგურაციის შესახებ. ჩვენ კონკურენტად და „მტრად“ აღვიქვამთ მხოლოდ პუტინის კარის ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და მის რუსულ პარტიას. ჩენთვის სხვა პროდასავლური პარტიები, მიუხედავად მათი დამოკიდებულებისა, არიან პარტნიორები, - ამბობს ხაბეიშვილი.