პანდემიამ გაჭირვებაში შეგვაბრუნა - "ოცნება" გაზრდილ სიღარიბეზე

28.05.21 13:29
 პანდემიამ გაჭირვებაში  შეგვაბრუნა - "ოცნება" გაზრდილ სიღარიბეზე

ქვეყანაში გაზრდილ სიღარიბეს „ქართული ოცნება“ ისევ პანდემიას აბრალებს. მმართველი გუნდის წევრი, ლადო კახაძე, ამბობს, რომ სიღარიბის დასაძლევად ხელისუფლებას მუშაობა დაწყებული აქვს, თუმცა პანდემიამ  ეს პროცესი ცოტა შეაფერხა. 

სიღარიბეს თავისი მიზეზები აქვს უამრავი , შიდა და გარე, ეკონომიკური, პოლიტიკური საფუძვლები და ბევრი რაღაცეები, რომლის მოწესრიგების გზა დაწყებულია. იყო 40, ჩამოვიდა 19,5-ზე და ახლა ამ პანდემიამ გაჭირვებაში კიდევ შეგვაბრუნა ცოტათი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მერწმუნეთ, პოსტკოვიდური აღდგენის პერიოდი დადგება აუცილებლად, - ამბობს ლადო კახაძე.

ეკონომიკური კრიზისის მიზეზად პანდემიას ასახელებს მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილიც. მისი, თქმით, ქვეყანა ფეხზე დადგომას იმაზე სწრაფად შეძლებს, ვიდრეს ეს ერთი შეხედვით ჩანს. 

არა მარტო საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო არის ძალიან დიდი პრობლემის წინაშე, რაც პირველ რიგში, შექმნა პანდემიამ და პანდემიისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა რისკებმა. მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყანა,  საერთაშორისო ექსპერტების პროგნოზის მიხედვითაც გაცილებით უფრო ადრე მოახდენს აღდგენას ეკონომიკური შესაძლებლობის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით იყო პროგნოზირებადი. ამისი პირველი ნიშნები არის ის, რომ ლარის კურსი განაგრძობს გამყარებას, - ამბობს იონათამიშვილი. 
 

 2020 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ქვეყნის მოსახლეობის 21.3 იმყოფებოდა. საგანგაშო მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 

მსგავსი სიახლეები