"გადააბიჯეთ პატივმოყვარეობას" - ხაბეიშვილს პარტიაში აჯანყება აქვს
ლევან ხაბეიშვილს პარტიაში აჯანყება აქვს. ენმ-ის თავმჯდომარეს მოულოდნელი არასასიამოვნო სიურპრიზი დღეს მისმა პარტიელებმა მოუწყვეს. "გადააბიჯეთ პატივმოყვარეობას და დაელაპარაკეთ თანამებრძოლებს"- მიმართეს მას დღეს ტრიბუნიდან საკრებულოს დეპუტატებმა. თავმჯდომარეს პირდაპირ უთხრეს, რომ ვაშაძესთან გაერთიანებას აზრი მაშინ ექნება, როცა თავად პარტია "ნაციონალური მოძრაობა" იქნება ერთიანი.
ენმ-ისა და სტრატეგია აღმაშენებლის ყრილობამ დღეს ისევ მელიასა და მისი მომხრეების გარეშე ჩაიარა. შეხვედრაზე არ დაპატიჟეს ოპოზიციის რეგიონული ლიდერები, რომლებიც არჩევნების დროს მხარს პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს უჭერდნენ. ხაბეიშვილი ამბობს, რომ დიდი შეკრებისთვის მზად არის.
როგორ გეგმავსხაბეიშილი მელიასთან ერთიან პოლიტიკურ თანაცხოვრებას ვრცლად ნახეთ ნატა ქაჯაიას რეპორტაჟში.