ვის უნდა შეეხოს ამნისტია - პარლამენტში ოპოზიციის კანონპროექტის კენჭისყრა გადაიდო
პარლამენტში ოპოზიციის მიერ შემუშავებული ამნისტიის კანონპროექტის კენჭისყრა გადაიდო. ამის მიზეზი პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება გახდა. კახა კუჭავამ კენჭისყრის გადადების მიზეზად გარკვეული დროის საჭიროება დაასახელა, რათა მხარეებმა პოზიციების შეჯერება შეძლონ.
პარლამენტის თავმდჯომარის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ამნისტიის კანონპროექტზე შეჯერების რესურსი არსებობს.
მე იმედი მაქვს, რომ მეორე მოსმენისთვის მოხდება პოზიციების დაახლოება, რადგან იქ შევძელით საუბარი, იყო გარკვეულ კომპრომისებზეც საუბარი და ჩემი აზრით ამის მზაიობაც იყო, თუმცა შემდეგ უკვე სხდომაზე ცოტა სხვანაირად წავიდა პროცესი. მესმის, რომ მკაცრი პოზიციები აქვთ ერთსაც და მეორესაც, თუმცა ნამდვილად ვხედავ პირადად მე რესურსს, - ამბობს კახა კუჭავა.
უკვე გამოიკვეთა რამდენიმე ოპოზიციური პარტია, რომელიც "ქართული ოცნების" კანონპროექტისკენ იხრება. ასეთები არიან "გირჩი", "მოქალაქეები" და "ევროპელი სოციალისტები".