ვინ აიღო 11 500$ - გიული ალასანიას პირველი კომენტარი

24.07.23 21:15
ვინ აიღო 11 500$ - გიული ალასანიას პირველი კომენტარი

ფული, რომლის აღებასაც "ოცნება" მეოთხე პრეზიდენტს ედავება, რეალურად, საინფორმაციო სააგენტოსთვის ინფორმაციის გავრცელებაში იქნა გადახდილი. ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედა 'საჯარო პოლიტიკაში" საუბრობს.

გიული ალასანიას განმარტებით, ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, კომპანიას უნდა გაევრცელებინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი მრაგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭრი კოალიციის შექქმნას გეგმავს.

ალასანია ირწმუნება, რომ მეოტხე პრეზიდენტი აღნიშნულის შესახებ საქმის კურსში არ იყო. 

იმ დოკუმენტში პირველი პუნქტი ეხებოდა, შეზღუდული წრისთის იყო, კონგრესმენებისთვის და მაღალი თანამდებობის პირებისთვის, ინდივიდუალურად მიეწოდებოდათ ეს ინფორმაცია. ჩემ შვილი როცა იყო ციხეშ, იქ მოწამლეს, ამას ეხებოდა პირველი პუნქტი და მეორე პუნქტი უკვე ეხებოდა იმას, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი აპირებს რომ შექმნას კოალიცია და დაეხმაროს ჩემს შვილს სიცოცხლის გადარჩენაში. ამ კომპანიამ გაავრცელა ეს ინფორმაცია 88 ქვეყანაში 11 ენაზე. ამაში იყო აღებული ეს თანხა და დარწმუნებული ვარ, ბატონმა მარგველაშვილმა არც იცოდა არაფერი ამის შესახებ, ვირე თქვენგან არ გაიგო, - ამბობს ალასანია.  

მსგავსი სიახლეები