მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს სამედიცინო დახმარება, რომელიც სააკაშვილს სჭირდება - სახელმწიფო დეპარტამენტი

25.07.23 09:53
მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს სამედიცინო დახმარება, რომელიც სააკაშვილს სჭირდება - სახელმწიფო დეპარტამენტი

 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეს ყურადღებით აკვირდება. 

"ძალიან გვაშფოთებს მისი ჯანმრთელობა", - თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებას შტატებიდან პირდაპირ უთხრეს, რომ მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს სამედიცინო დახმარება, რომელიც მიხეილ სააკაშვილს სჭირდება

„როგორც საჯაროდ და პირადად ბევრჯერ განვუცხადეთ საქართველოს მთავრობას, მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს სამედიცინო დახმარება, რომელიც მას სჭირდება, რათა უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებების დაცვა და გავაგრძელებთ ამ საქმის ძალიან ყურადღებით დაკვირვებას“, - თქვა მეთიუ მილერმა.

მსგავსი სიახლეები