სასაცილოა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ყოველ მესამე წინადადებაში რუსულის ხსენება - პაპუაშვილი

25.07.23 10:06
სასაცილოა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ყოველ მესამე წინადადებაში რუსულის ხსენება - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე დეზინფორმაციას უწოდებს საქართველოში პრიმოკოვის ცენტრის ხელმძღვანელის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსება იგეგმება.

"ამაზე გაკეთდა გუშინ განმარტება, მათ შორის განათლების სამინისტროს მხრიდან, რომ ეს არის დეზინფორმაცია და კიდევ ერთხელ არის თემა იმისთვის, რომ სიტყვა რუსული, რაც შეიძლება ბევრჯერ ჟღერდეს ქართულ მედიასივრცეში. თუ მაინც და მაინც იმაზეა საუბარი, რომ რუსული რუსული იყოს, კი ბატონო, შეგვიძლია ბევრჯერ გავიმეოროთ რუსული, რუსული, მაგრამ ეს ხომ ჩანს უკვე, საერთო ჯამში, სასაცილო გახდა უკვე ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ყოველ მესამე წინადადებაში რუსულის ხსენება და ამით დაშინება" - თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები