სააკაშვილმა დააორგანიზა ყალბი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, მარგველაშვილმა განახორციელა - პაპუაშვილი
"ქართული ოცნება" საქართველოს მეოთხე პეზიდენტის წინააღმდეგ - შალვა პაპუაშვილი გიორგი მარგველაშვილს "საქართველოს წინააღდეგ ყალბი კამპანიის განხორციელებაში" ადანაშაულებს.
ერთმა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააორგანიზა ყალბი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, მეორე ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განახორციელა ეს ყალბი დეზინფორმაციის კამპანია საქართველოს წინააღმდეგ და სამწუხაროდ, მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამაზე საერთოდ არაფერს ამბობს, - თქვა შალვა პაპუაშვილმა ე.წ. ფარას კანონთან დაკავშირებით.
მისი თქმით, „ფარას“ კანონმა გამოავლი მოძრაობასა და გიორგი მარგვნა ისიც, რომ მარგველაშვილსა და ენმს შორის არა მხოლოდ კავშირია, არამედ არსებობს გეგმები, რომ გიორგი მარგველაშვილი გახდეს "ნაციონალური მოძრაობის" პირდაპირი მოკავშირე.