კობახიძე ამტკიცებს, რომ რუსული თემების " ჭარბი აქტუალიზაცია" კრიტიკული მედიების ინტერესია

25.07.23 10:41
კობახიძე ამტკიცებს, რომ რუსული თემების " ჭარბი აქტუალიზაცია" კრიტიკული მედიების ინტერესია

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე არ პასუხობს კითხვას, მიესალმება თუ არა ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნას.

 ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ რუსული უნივერსიტეტის, ასევე, ზოგადად რუსული თემების " ჭარბი აქტუალიზაცია" კრიტიკული მედიების ინტერესია. 

"ასეთი თემების ჭარბი აქტუალიზაცია მითუმეტეს, რომ საფუძველი არ აქვს ასეთ თემებს, არის უბრალოდ არასწორი, მე თქვენ მინდა ეს გითხრათ, ამიტომ მე ვერ მივიღებ მონაწილეობას. ასეთი თემების ჭარბი აქტუალიზაცია არის თქვენი ინტერესი, ზოგადად რუსული თემების ჭარბი აქტუალიზაცია არის თქვენი ინტერესი, ეს არ არის ჩემი ინტერესი", - მიმართა მედიას კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები