არ შემიძლია, არ აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი და დამსახურება - ღარიბაშვილი

28.05.21 14:06
არ შემიძლია, არ აღვნიშნო  ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი და დამსახურება - ღარიბაშვილი

მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი და დამსახურება,რომელიც იყო დიასპორის წარმომადგენელი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დიასპორის ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ფორუმზე მონაწილეობისას სხვა ქართველ ემიგრანტთან ერთად ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა

არაერთი მაგალითი შემიძლია, გავიხსენო, როცა ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, არამედ იმ ქვეყნების განვითარებაში, სადაც ისინი მოღვაწეობდნენ... 

მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი და დამსახურება, რომელიც ასევე იყო დიასპორის წარმომადგენელი, ასევე იყო ემიგრაციაში მრავალი წლის განმავლობაში და შემდეგ, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ იგი დაბრუნდა სულ რაღაც 20 წლის წინ საქართველოში და უდიდესი როლი შეასრულა, უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ეს კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს ძალიან დიდი გულისხმიერებითა და გულწრფელობით - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები