"ოცნების" ახალი მესიჯბოქსი - ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები ბუნდოვანია
"ქართული ოცნების" ახალი მესიჯბოქსი - ევროპული რეკომენდაციების გადმოცემიდან ერთი წლის თავზე სახელისუფლებო პარტია ამტკიცებს, რომ დავალებები ბუნდოვანი და გაუგებარია. დათქმების შესასრულებლად ქვეყანას ორი თვე დარჩა, ხელისუფლება კი, ფაქტობრივად, აღიარებს, რომ რეკომენდაციები სათანადოდ ვერ ასრულებს.
ირაკლი კობახიძე ევროკომისიისგან მეტ კონკრეტიკას ითხოვს. მმართველი პარტიის თავმჯდომარეს აინტერსებს, რა იგულისხმება ფართო საკანონმდებლო რეფორმასა და ასევე დეოლიგარქიზაციაში.
ივლისის ბოლომდე რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, ყველაფერი გაკეთდა. რჩება კანონმდებლობასთან დაკავშირებით სამი რეკომენდაცია, ერთი ეხება სასამართლო რეფორმას, უფრო ფართო რეფორმას, ამაზე ჩვენ ვითხოვთ უფრო ფართო კონკრეტიკას. ჩვენ არ ვიცით ამაშ რა იგულისხმება და ჯერჯერობიოთ არ უთქვამთ არც ევროკავშირიდან. სწორედ იმიტომ ვერ შესრულდა ეს პუნქტი, რომ არ ვიცოდით, რა იგულისხმებოდა.
რაც შეეხება დეოლიოგარქიზაციას, თავიდან მოხდა უკრაინული კანონის კოპირება, მერე ამაზე გვითხრეს, იქნებ არ მიიღოთ და ა.შ. გაგრძელდება დისკუსია. ჩვენთვის მთვარაია, რომ არ დარჩეს ღია ჭრილობა. როცა გეუბნებიან, რომ საჭიროა დეოლიგარქიზაცია, უნდა დაგიკონკრეტონ კიდეც ვინ არიან ოლიგარქები და რა ზომები უნდა იყოს გატარებული. რასა ციტატები ხომ არ არის მნიშვნელოვანი, ჩვენთვის მთავარია, ევროკავშირი რას ფიქრობს, რასა არ არის ევროკავშირი. რასა არის ერთ-ერთი ოდიოზური ევროპარლამენტარი, - თქვა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ქვეყანამ 12 რეკომენდაციიდან 3 უკვე შეასრულა, რაც მისი თქმით, პროგრესის მანიშნებელია.
12 დან უკვე 3 რეკომენდაცია არის შესრულებული. რაც შეხეება დანარჩენ რეკომენდაიებს, აქაც ევროკომისიასმ აღნიშნა ის პროგრესი, რაც გვაქვს. საკანონმდებლო მხრივ, ბევრი დარჩენილი არაფერია, არის სასამართლოს საკიტხი, სადაც ბოლოს მიღებული ცვლილებები, სხვათა შორის, შუალედურ ანგარიშში არ არის გათვალისწინებული. დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, როგორც ეს ევროკომისიამ გთხოვა, შევაჩერეთ და სისტემურ მიდგომასთან დაკავშირბეით გავქვს კომუნიკაცია ბრუსელთან,რ ას ფიქრობენ ისინი, რა მოლოდინები აქვთ, - ამბოლბს პაპუაშილი.
ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ შეუსრულებელი რეკომენდაციების გამო ხელისუფლება ახლა თავის გამართლებას ცდილობს. "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილის თქმით, ევროკავშირმა "ოცნება" ფაქტის წინაშე დააყენა და ახლა მმართველი პარტია გამოსავალს ეძებს.
დღევანდელი კონფერენცია, რომელი ამ საკითხებს ეძღვნება, არის ხელისუფლების მცდელობა, იმართლოს თავი და თავი აარიდოს პასუხისმგებლობას. იმიტომ, რომ გახსოვთ, თეების განმავლობაში ისინი ამბობდნენ, რომ ივნისის ბოლოს ყველა რეკომენდაცია იქნებოდა შესრულებული. სად არის ყველა შესრულებული რეკომენდაცია? ანუ ახლა სხედან და თავს იმართლებენ და ცდილობენ მოძებნონ გამოსავალი, იმიტომ, რომ დააყენა ევროკავშირმა ფაქტის წინაშე, - ამბობს ანა ნაცვლიშილი.
ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძე კი მიიჩნევს, რომ "ოცნებამ" ევროკომისიის დავალებები კარად გაიგო, თუმცა მათი შესრულება განგებ არ სურს.
რა თქვა დღეს ირაკლი კობახიძემ? თუ ვინმეს სჯერა, რომ ამათ ნამდვილად სურთ ევროინტეგრაცია? რა თქვა ირაკლი კობახიძემ? რომ მას არ ესმის და ვერ გაიგო რეკომენდაციების შინაარსი. ეს ხომ აბსურდია? კი არ იცის და ვერ გაიგო, ძალიან კარგად გაიგო, კარგად იცის რაზეც არის საუბარი, უბრალოდ, არ უნდა ამ პუნქტების შესრულება, იმტომ, რომ არ უნდა ქვეყანა გახდეს ევროკავსირის წევრი, - ამბობს დავით კირკიტაძე.
"საქართველოს გზა ევროპისკენ" - ამ სახელწოდების შეხვედრას მარფთავს ამ წუთებშ "ქართული ოცნება" მესამე სექტორთან და ოპოზიცის წარმომადგენლებთან,სა დაც ევროკომისიის 12 პუნქტთან დაკავშირებით მსჯელობენ.