მარგველაშვილმა თქვა, რომ 11 500 დოლარად როგორ გავიყიდებოდიო, ანუ გაყიდვა დაუშვა - კობახიძე

25.07.23 11:26
მარგველაშვილმა თქვა, რომ 11 500 დოლარად როგორ გავიყიდებოდიო, ანუ გაყიდვა დაუშვა - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმდჯომარე ისევ ამტკიცებს, რომ გიორგი მარგველაშვილი ფულზე გაიყიდა. ირაკლი კობახიში თქმით, მეოთხე პრეზიდენტმა საკუთარ განცხადებაში ეს თავად დაუშვა.

ამასთან, კობახაიძე თავს ისევ ენმ-ს ესხმის და ირწმუნება, რომ ისინი ფულს საქართელოს დასანქცირებაშ იხდიან.

მან, ერთადერთი, ასეთი რაღაც თქვა, რომ 10 500 დოლარად როგორ გავიყიდებოდიო. ანუ გაყიდვა დაუშვა. აქედან ჩანს მისი სახე. ასეთი ადამიანები არ შეიძლება იყვნენ ქართულ პოლიტიკაში. ნაცმოძრაობის წარმომადგენლები ფულს იხდიან საქართველოს დასანქცირებაში. ეს არის, უბრალოდ, კატასტროფა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ნაცმოძრაობა არის როგორც ომის პარტია, ასევე ღალატის პარტია. პირდაპირ მოღალატეები არიან და პირდაპირ აგენტები არიან, სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია, პირდაპრი გააშიშვლა, თქვენ იცით, რომ აშშ-ში მოქმედებს რუსული კანონი, ეს არის ფარას კანონი და მადლობა ამ კანონს იმისთვის, რომ მან გააშიშვლა ნაცმოძრაობის სახე კიდევ ერთხელ, - ამბოლბს კობახიძე. 

გიორგი მარგვრლაშვილის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია "ოცნების" ლიდერებმა ფარას მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის შემდეგ დაიწყეს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სააკაშვილის მხარდასაჭერად მარგველაშვილმა ფინანსური სარგებელი მიიღო, ახლა კი ნაც მოძრაობაშიი გასაწევრიანებლად ემზადება. 

მსგავსი სიახლეები