მარგველაშვილი ის ადამიანი არ არის, რომელიც მსგავსი ტიპის ფულს ხელს მოკიდებდა - ანა ნაცვლიშვილი
"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ მეოთხე პრეზიდენტს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად თანხა არ აუღია. ოპოზიციის წევრის თქმით, გიორგი მარგველაშვილი მსგავის ტიპის ფულს ხელს არტ მოკიდებდა.
ოპოზიციის წევრი "ოცნების" ამ პროპაგანდას "ამაზრზენს" უწოდებს.
ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ გიორგი მარგველაშვილს ჰქონდეს რაიმე ტიპის მსგავსი ურთიერთობა ფულთან. მისი დამოკიდებულება ფინანსების მიმართჩ ემთვის იყო ძალიან ნათელი. ეს არ არის ადამაიანი, რომელიც ასეთი ტიპის ფულს ხელს მოკიდებდა. ამაშეი მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ის პროპაგანდა, რომელიც ხელისუფლებამ გაავრცელა, არის, უბრალოდ, ამაზრზენი, - ამბობს ანა ნავლიშვილი.
გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია "ოცნების" ლიდერებმა ფარას მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის შემდეგ დაიწყეს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სააკაშვილის მხარდასაჭერად მარგველაშვილმა ფინანსური სარგებელი მიიღო, ახლა კი ნაც მოძრაობაშიი გასაწევრიანებლად ემზადება.