სააკაშვილის გასათავისუფლებლად არასაკმარისი ნაბიჯები იდგმება - გიორგი მუმლაძე ენმ-ს ახალ მენეჯემენტს აკრიტიკებს

25.07.23 11:51
სააკაშვილის გასათავისუფლებლად არასაკმარისი ნაბიჯები იდგმება - გიორგი მუმლაძე ენმ-ს ახალ მენეჯემენტს აკრიტიკებს

რატომ ხვდება დუმილით ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილის იზოლაციაში მოქცევას? - "პირველებთან" პარტიის სამდივნოს წევრი ალაპარაკდა. გიორგი მუმლაძე არ მალავს, რომ თანაგუნდელების მიერ გადადგმული ნაბიჯებით უკმაყოფილოა. მისი თქმით, პარტიის წევრებმა იმასაც კი ვერ მიაღწიეს, რომ მიხეილ სააკაშვილთან პოლიტიკოსები შევიდნენ. 

რატომ შევიდნენ პარლამენტში ან რატომ ჩერდებიან დეპუტატები პარლამენტში, ხშირად იყო საუბარი იმაზე, რომ პარლამენტში ყოფნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მიზეზი არის ის, რომ სწორედ მიშა მოენახულებინათ ჩვენს დეპუტატებს. უმოქმედობით თუ მოქმედებით, როდესაც, პირველ რიგში, ისეთი მოცემულობა დგება, რომელიც „ქართული ცონებისთვის“ არის მისაღები, მე, ბუნებრივია, მექნება რეაქცია, რომ დეპუტატებისგან მოვითხოვ მეტ მოქმედებას. „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს ის წყალს ის მოცემულობა, რომ მიშასთან ვერ შედიან პოლიტიკოსები. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, საელჩოებთან მიმართვაა საჭირო, მეტი აქტიურობაა საჭირო, თუნდაც შალვა პაპუაშვილს წერილით კი არა, თუ საჭიროა, უნდა მიუვვარდნენ კიდეც, პირდაპირ გეუბნებით. რატომ? იმიტომ, რომ კაცი გამოკეტილია პატიმრობაშ, იქიდან წეირლებს იწერება, რომ უნდა, რომ შევიდნენ პარლამენტის წევრები. ჩვენ მივიღებთ მიხეილ სააკაშილს არა მხოლოდ პატიმრობაში მყოფს, როიელიც ჩაერთვეა პოლიტიკაში, არამედ სრულად იზოლაციაში მყოფ, - ამბობს გიორგი მუმლაძე.

მუმლაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა, ენმ-ს მეტად გააქტიურება, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რადგან სხვაგვარად მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნა წარმოუდგენელია. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ამ კუთხით მას საკუთარი ხედვა ჰქონდა, რომელიც სხვა რეალობას შექმნიდა. 

ჩვენ საკმარისს რომ ვაკეთებდეთ, დღეს არ იქნებოდა ადამიანი პატიმრობაში. გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან ხშირად მისვამენ ხოლმე ამ შეკითხვას, ნათელი რომ იყოს, მე ჩემი ხედვა მქონდა და ძალიანც გამიხარდებოდა, რომ ჩემი ხედვები გაეზიარებინათ ჩვენს მხარდამჭერებს  და მე მგონია, რომ სხვა რელაობად დადგებოდა. მეტი სიძლიერე გვჭირდება, მეტი აქტიურობა გვჭირდება. ეს ცალსახაა. ვინმემ თუ უარყო ეს, პირველ რიგში, ეს არის ენმ-ს მტერი და არ უარვყოფთ ამას. მეტი აქტიურობა გვჭირდება განსაკუთრებით, მიშას გათავისუფლების ნაწილში, პარტიის გაძლიერების ნაწილშიც, საპროტესტო მოძრაობის ნაწილშიც და თუ ეს ასე არ მოხდა, ბუნებრივია, მიშა ვერ გათავისუფლდება. რუსი ოლიგარქი მას მაქსიმალურად დიდხანს ჩატოვებს ციხეში, რომ არ ადკარგოს ხელისუფლება, - ამბობს მუმლაძე. 

მსგავსი სიახლეები