მკვლელობა ხონში - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია
მკვლელობა ხონში - 65 წლამდე კაცის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახი ამტკიცებს, რომ გარდაცვლილი თავდამსხმელს სისტემატურად ემუქრებოდა. დაკავებულის ახლობლები ჟურნალისტებს ეუბნებიან, რომ მკვლელობამდე 65 წლის კაცი დაკავებულს სახლში ნაჯახით მიუვარდა.
"თოფი უსვრიათ, შემდეგ მოვარდა ნაჯახით, ორი ბიჭი ახლდა, თუმცა მეზობლებმა დააბრუნეს. დედაჩემს დახმარებისთვის 112-ში დაურეკავს და ამაზე გაბრაზებულა, როგორ დარეკეო?! შემთხვევა კი მაშინ მოხდა, როცა დედა პოლიციას გამოკითხვაზე ჰყავდა წაყვანილი. ამან დრო იხელთა და კიდევ მიუვარდნენ"- აცხადებს დაკავებულის ოჯახის წევრი.
სასტიკი მკვლელობა სოფელ გოჩაჯიხაიში რამდენიმე საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცს მეზობელმა სასიკვდილო ჭრილობა დანით, გულის არეში მაიყენა.
ბრალდებული დაკავებულია და მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.