უმძიმესია, როცა ფულზე იყიდები - კალაძე მარგველაშვილზე
თანაგუნდელების მსგავად, კახა კალაძეც ამტკიცებს, რომ გიორგი მარგველაშვილმა სააკაშილის მხარდაჭერის სანაცვლოდ ფული აიღო. პარტიის გენერალური მდივანი მეოთხე პრეზიდენტს და ენმ-ს ქვეყნის დამაზიანებელ საქმიანობაში ადანაშაულებს და კითხვებზე პასუხების მიღებას ითხოვს.
როდესაც ფულზე იყიდები, ეს არის უმძიმესი. არ ვიცი, რა მორალზეა საერთოდ საუბარი. შეიძლება გქონდეს რაღაცა პრინციპები ცხოვრებაში, გქონდეს სხვა მოსაზრება და რაღაცის გჯეროდეს, მაგრამ როდესაც ამას ფულის გამო აკეთებ, არ აქვს მნიშვნელბა რა რაოდენობის თანხაა, ეს არის ძალიან მძიმე. არ ვიცი ახლა, ვინ როგორ იასპარეზებს, რა ფორმით გამოვლენ, ერთი რამ ცხადია, რომ ამ ადამიანებს ჰყავთ ერთი პატრონი და ერთიანად იმართება ყველა, ერთი ხერხემალი აქვთ. ძალიან მძიმეა, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩოს თანამშრომელი ჩართულია ასეთ ქმედებებში, რა თქმა, ამას სჭირდება ახსნა-განმარტება, სჭირდება კითხვებზე პასუხების გაცემა. უფრო გამაღიზიანებელი, დამაზიანებელი და ძალიან მძიმეა, როცა ამაში შენი ქვეყნის მოქალაქეები და პოლიტიკოსები არიან ჩართულები, როგორმე დააზიანონ ეს ქვეყანა, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, - ამბოლბს კალაძე.
გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია "ოცნების" ლიდერებმა ფარას მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის შემდეგ დაიწყეს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სააკაშვილის მხარდასაჭერად მარგველაშვილმა ფინანსური სარგებელი მიიღო, ახლა კი ნაც მოძრაობაშიი გასაწევრიანებლად ემზადება.