მარგველაშვილის მოსყიდვა ადვილი რომ ყოფილიყო, ივანიშვილს ვერავინ დაასწრებდა - მანჯგალაძე

25.07.23 13:29
მარგველაშვილის მოსყიდვა ადვილი რომ ყოფილიყო, ივანიშვილს ვერავინ დაასწრებდა - მანჯგალაძე

მარგველაშვილის მოსყიდვა ადვილი რომ ყოფილიყპ, ივანიშვილს ვერავინ დაასწრებდა - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე მეოთხე პრეზიდენტის წინააღმდეგ აგორებულ გაშავების კამპანიას.

ოპოზიციის წევრი ფიქრობს, რომ "ოცნება" პრევენციულ ესხმის თავს ყველას, ვისაც მათი რუსული ზრახვების მხილება შუეძლია. პოლიტიკოსის თქმით, ხელისუფლებას  ხალხი შეცდომაში განგებ შეჰყავს, რათა მოსალხოებამ იფიქროს, რომ მათ გარდა ყველა მოღალატე და მოსყიდულია. 

ყველა პოტენციური ლიდერი, რომელმაც შეიძლება ამხილოს პრორურუსლი „ქართული ოცნება“ რუსულ ქმედებებში და ქვეყნის ღალატში, „ქართული ოცნება“ პრევენციულად მანამდე ესხმის თავს და ყველას გაშავებას ცდილობს. „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ახდენს დასავლეთის დემონიზებას, ყველა პროდასავლურად განწყობილი ლდიერის და ანტირუსი ლიდერის დემონიზებას, რომ ხალხმა იფიქროს, რომ პატიოსანი არავინ არ არის, ყველა მოსყიდულია, ყველა ვიღაცის აგენტია. ეს არის კამპანიის ნაწილი. ადვილი რომ ყოფილიყო მარგველაშვილზე ზემოქმედება და მოსყიდვა, ბიძინა ივანიშვილს ვერავინ მოასწრებდა. ასევე, სალომე ზურაბიშვილზე ადვილი რომ იყოს ზემოქმედება და ეს თუ არის მოტივაცია, რავიცი, ფული გაუჭირდა ბიძინა ივანიშვილს? მაგრამ ასე არ ხდება სინამდვილეში. მადლობა ღმერთს, რომ არიან ადამაინები, ლიდერები საქართველოში, ოპოზიციაში, რომლებიც ვერ იყიდა ბიძინა ივანიშვილმა, - ამბობს მანჯგალაძე. 

გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია "ოცნების" ლიდერებმა ფარას მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის შემდეგ დაიწყეს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სააკაშვილის მხარდასაჭერად მარგველაშვილმა ფინანსური სარგებელი მიიღო, ახლა კი ნაც მოძრაობაშიი გასაწევრიანებლად ემზადება.   

მსგავსი სიახლეები