ქოცები თავისივე არჩეულ პრეზიდენტებზე ბრაზდებიან - იაგო ხვიჩია
"ოცნება" თავისივე არჩეულ პრეზიდენტებზე ბრაზდება, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, ამას ცხადყოფს მათი თვდასხმები გიორგი მრაგველშვილსა და სალომე ზურაბიშვილზე.
ქოცები ბრაზდებიან მათ მიერ არჩეულ პრეზიდენტებზე, როდესაც ისინი გადაუხვევენ არჩეულ კურსს და ეს გაბრაზება სხვა და სხვანაირად სუბლიმირდება მათ ქმედებებში. ერთ-ერთი ასეთი ქმედებაა ქალბატონი სალომეს და ბატონი მარგველაშვილის წინააღმდეგ მიმართული ასეთი ტიპის კამპანიები, გეგონება, თვითონ არ იცოდნენ, ვინ აირჩიეს პრეზიდენტებად თავის დროზე, ახლა უკვირთ, - ამბობს იაგო ხვიჩია.