ოდიშარიამ მარგელაშვილი "სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში" დაადანაშაულა
"ქართული ოცნება" გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ - მმართველმა პარტის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ოდიშარიამსაქართველოს მეოთხე პრეზიდენტი "სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში" მონაწილედ გამოაცხადა.
ოდიშარია ამტკიცებს, რომ მარგველაშვილი სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობდა, რაც დეპუტატის თქმით, დაფინანსებული იყო სააკაშვილის ოჯახის მიერ.
12 ათასი დოლარი ვინ და რა დროს აიღო, ამის მტკიცების საფუძველი არ მაქვს და უდანაშაულობის პრეზუმფციით რომ ვიხელმძღვანელო, მექრთამეობაში მარგველაშვილს არ დავადანაშაულებდი. ის მექრთამეობაში არავის დაუდანაშაულებია, თუმცა, რატომ მექრთამეობა? - ვერავინ დაიჯერებს, რომ მარგველაშვილი საქმის კურსში არ იყო და ამ ბინძური კამპანიის მონაწილე ისე გახდა.
მარგველაშვილი დადასტურებულად მონაწილეა სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში, რაც დაფინანსებული იყო სააკაშვილის ოჯახის მიერ და მიმართული იყო, რომ დასანქცირებულიყო ქვეყანა და არა ხელისუფლება. მათ ხერხად გამოიყენეს სააკაშვილის მდგომარეობა, რომელიც თვითდაზიანების რეჟიმშია და ამას საზოგადოება ხედავს.
წარმოუდგენელი ამბავია, რომ ყოფილი პრეზიდენტი მეორე ყოფილ პრეზიდენტს იცავდეს დაფინანსებული, მაოხარი, ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის ფარგლებში და ქვეყანა დამნაშავე გამოჰყავდეს, ხოლო საკუთარი თავი ჰუმანისტი. ეს უფრო ნაკლები მორალური დანაშაულია, ვიდრე მექრთამეობა?“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.