კობახიძის ღლიცინი მოასწავებს, რომ ყველაზე დიდი კოალიციის შექმნის ეშინიათ - ხაბეიშვილი

25.07.23 14:20
კობახიძის ღლიცინი მოასწავებს, რომ ყველაზე დიდი კოალიციის შექმნის ეშინიათ - ხაბეიშვილი

მმართველი პარტიის ლიდერებს სკეპტიციზმს ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით ენმ-ს თავმდჯომარე პასუხობს. ლევან ხაბეიშვილის თქმით, ირაკლი კობახიძის "ღლიცინი" ცხადყოფს, რომ მათ სწორედ ამ დიდი კოალიციის შექმნსი ეშინიათ.

ოპოზიციონერი ლიდერი დარწმუნებულია, რომ კობახიძეს და ივანიშვილს "პოლიტიკური სილა არ ასცდებათ". 

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალიან მნიშვნელოვანი თავისივე შინაარსით, ასჯერ და ათასჯერ უფრო სჯობს „რუსულ პარტიას“, სალავიოვის, მარგარიტა სიმონიანის პარტიას. ამას ევროპული გაერთიანება რომ სჯობს, საზოგადოება არჩევანს თავად გააკეთებს და გადაწყვეტს. შესაბამისად, პოლიტიკური სილაც არ ასცდება ირაკლი კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილს და პუტინისტებს. ამიტომ, მისი კონკრეტული ღლიცინი და ა.შ. მხოლოდ ერთ რამეს მოასწავებს - შიში აქვთ, ეშინიათ იმიტომ, რომ ქართველ ხალხთან ერთად ვაპირებთ ყველაზე დიდი კოალიციის გაკეთებას, ამ დიდ კოალიციით ქართველ ხალხთან ერთად ვაპირებთ „რუსული პარტიის“ გასტუმრებას პოლიტიკურ მოუსავლეთში.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები