ვცდილობთ, რუსეთი იზოლაციაში მოვაქციოთ, იგივეს ველით პარტნიორებისგან - ჰერჩინსკი
საქართველოში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნას საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ეხმიანება. დიპლომატი მიიჩნევს, რომ პარტნიორმა ქვეყნებმა რუსეთთან არ უნდა ითანამშრომლონ და მისი იზოლაციაში მოქცევა უნდა უზრუნველყონ, რათა ოკუპანტმა ქვეყანამ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებებისთვის ფასი გადაიხადოს.
ევროკავშირმა კოლექტიურად გადაწყვიტა, რომ შეგვეზღუდა და შეგვეწყვიტა ჩვენი კონტაქტი რუსეთთან. ჩვენ გვინდა რუსეთის იზოლირება და მასზე ზეწოლის მოხდენა. რუსეთმა ფასი უნდა გადაიხადოს აღმაშფოთებელი ქცევისთვის უკრაინაში. ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ, რა დანაშაულებს და უბედურებას სჩადიან და ამას ვერ დავუშვებთ. ამიტომაც, ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. მხარს ვუჭერთ მას როგორც შეგვიძლია. რუსეთზე ზეწოლა და იზოლირება არის ერთადერთი გზა, რომ ეს საშინელი ომი დასრულდეს, რაც შეიძლება სწრაფად და ამას მოველით ყველა ჩვენი პარტნიორისგან; განსაკუთრებით კი იმ პარტნიორებისგან, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა", - თქვა ჰერჩინსკიმ.
კრემლი თბილისში ქართულ - რუსული უნივერსიტეტის გასახსნელად ემზადება. ამბავი პრიმაკოვის ცენტრის ქართველმა თანამშრომელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ რუსულ მედიასთან უკვე დაადასტურა, თუმცა ფაქტს ამ დრომდე უარყოფს საქართელოს განათლების სამინისტრო.