პოლიციელების დაუმორჩილებლობა? - ძალადობაში მხილებული სამართალდამცავები გამოკითხვაზე არ მივიდნენ
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამ დრომდე მალავს, როდის დაკითხავენ, ძალადობაში მხილებულ პოლიციელებს. კაციტაძის უწყებამ, ვერაზე 21 წლის ბიჭზე თავდასხმაში მხილებული პოლიციელები, გამოკითხვაზე მხოლოდ საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ დაიბარა.
"პირველების" ინფორმაციით, სამართალდამცველები გამოკითხვაზე დილის 11:00 საათზე უნდა მისულიყვნენ, თუმცა ადგილზე ამ დრომდე არ გამოჩენილან.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურში პრეს-ცენტრში ამბობენ, რომ არ იციან, როდის მივლენ პოლიციის მაღალჩინოსნები გამომძიებლების კითხვებზე საპასუხოდ.
შემთხვევა გოგებაშვილის ქუჩაზე 20 ივლისს მოხდა. 21 წლის ბიჭი ამბობს, რომ პოლიციამ ის გააჩერა და ჩხრეკა დაიწყო. ბიჭის მტკიცებით, ადგილი ჰქონდა არასათანადო, არაეთიკურ მოპყრობას, ამბის გაპროტესტების შემდეგ კი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.