პროდასავლურ ფლანგზე მარგველაშვილი ყველასთვის სასურველი ლიდერია - ხაბეიშვილი

25.07.23 15:27
პროდასავლურ ფლანგზე მარგველაშვილი ყველასთვის სასურველი ლიდერია - ხაბეიშვილი

ენმ გიორგი მარგველაშვილის მათთან გაერთიანებას მიესალმება. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, პროდასავლურ ფლანგზე მეოთხე პრეზიდენტი ყველასთვის სასურველი ლიდერია, რადგან ის ივანიშვილის და  რუსული პარტიის წინააღმდეგ მებრძოლია. 

ხაბეიშვილი ამბობს, რომ მარგველაშვილთან ამ საკითხზე კონსულტაციები არ ჰქონია, თუმცა საუბრები მიმდინარეობს.

კონსულტაციები არ გვქონია, თუმცა საუბრები, ცხადია, გვაქვს და გვექნება. ჩემი აზრით, პროდასავლურ ფლანგზე გიორგი მარგველაშვილი ყველასთვის სასურველი ლიდერია. შესაბამისად, სადაც არ უნდა იყოს და რა პოზიციაც არ უდნა დაიჭიროს, მე დარწმუნებული ვარ, რომ იბრძოლებს პუტინის კარის ოლიგარქის და რუსული პარტიის წინააღმდეგ, - ამბობს ხაბეიშვილი.

მსგავსი სიახლეები