მარგველაშვილს ფული არ აუღია, ამის ტირაჟირება უზნეობაა - რომან გოცირიძე

25.07.23 15:32
მარგველაშვილს ფული არ აუღია, ამის ტირაჟირება უზნეობაა - რომან გოცირიძე

"ოცნების" მიერ მეოთხე პრეზიდენტის გაშავების კამპანიას ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე უზნეოაბს უწოდებს. პოლიტიკოსი ამბობს, რომ გიორგი მარგველაშილს სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებების  სანაცვლოდ ფული არ აუღია და ეს ჭორი ხელისუფლების "გამოდნობილია". 


მარგველაშვილის შესახებ ასეთი ინფორმაციის გავრცელება არის ელემენტალურად უზნეობა და მისი ტირაჟირება და ამით მანიპულირება, ეს არის სამარცხვინო. როგორც ვიცით და როგორც უკვე გამოჩნდა, მას არავითარი ფული არ აუღია. რა შეეხება მასზე თავდასხმას, უბრალოდ ნახეს რა ინფორმაცია, აქედან მორიგი ჭორი გამოადნეს, რომელიც ემსაუხურება პოლიტიკურად აქტიური ადამიანის დისკრედიტაციას, - ამბობს რომან გოცირიძე. 
 

გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია "ოცნების" ლიდერებმა ფარას მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის შემდეგ დაიწყეს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სააკაშვილის მხარდასაჭერად მარგველაშვილმა ფინანსური სარგებელი მიიღო, ახლა კი ნაც მოძრაობაშიი გასაწევრიანებლად ემზადება.    

მსგავსი სიახლეები