ვის აწყობს სააკაშვილის პოლიტიკურ იზოლაციაში მოქცევა? - ენმ-ში დიდმა დაპირისპირებამ იფეთქა
"ნაციონალურ მოძრაობაში" დიდმა სკანდალმა იფეთქა. ვის აწყობს სააკაშვილის პოლიტიკურ იზოლაციაში მოქცევა? მოპოვებულია ფაქტები და მტკიცებულებებიც. "პირველების" ხელშია ხაბეიშვილის გუნდის აღიარებითი ჩვენებები - მიმოწერები, რომლითაც დასტურდება, რომ ვივა მედის პალატაში დეპუტატების შესაშვებად პარტია განზრახ არ მუშაობს. მთავარ პრობლემად ეკა ხერხეულიძეა დასახელებული, სააკაშვილის ის მეგობარი, რომელსაც პატიმარ პრეზიდენტამდე ინფორმაცია ყოველდღიურ რეჟიმში მიჰქონდა.
სამოქალაქო აქტივისტმა დუმილი "პირველებთან" დაარღვია. პირი, რომელიც გიორგი მუმლაძესთან ერთდ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დღეებს ქუჩაში ატარებდა, 17 ივლისს ენმ-ს ცენტრალურ ოფისში პეტრე ცისკარიშვილსა და გიორგი მუმლაძეს შორის ხმაურიანი შეხვედრის შესახებ ყვება და ამბობს, რომ გენერალურმა მდივანმა მუმლაძეს დეტალურად განუმარტა, რა არის მიზეზი, რის გამოც დეპუტატები არ აქტიურობენ, გამოიყენონ კონსტიტუციური უფლება და მიხეილ სააკაშვილთან სანახავად შევიდნენ.
ამ შეხვედრის დამადასტურებელი სქრინები აქტივისმა "ტვ პირველთან" წარადგინა.
ვესაუბრე რამდენიმე ადამიანს, მათ შორის გიორგი მუმლაზეს, რომელმაც დამიდასტურა, რომ მიშას იზოლაცია არის ხელოვნური. არ ითხოვენ პარტიის დღევანდელი მენეჯმენტი სააკაშვილტან ვივა მედში შესვლას, იმიტომ, რომ მასთან შემდეგ შევა ეკა ხერხეულიძე, კობა ნაყოფია. ეს პირები, პეტრე ცისკარიშვილი ამბობ, რომ ჩვენ რომ მოვითხოვოთ მიშასთან შეხვედრაო, მერე ეკა შევაო, კობა შევაო და მიშას ტვინს აურევენო. ანუ სინამდვილეში მიშას მიაწვდიან ინფორმაციას, რაც მართლა ხდება მის პარტიაში და როგორ ექცევიან მის მართლა უანგარო მხარდამჭერებს. ამის დამადასტურებელი მიმოწერა, მე რა თქმა უნდა მაქვს და იმედია, ის ადამიანები, ვინც მე ეს ფაქტები დამიდასტურეს და თვითონაც ძალიან შეწუხებულები არიან, ეყოფათ გამბედაობა და ამაზე საჯაროდ ისაუბრებენ". - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.
თავად გიორგი მუმლაძე ამ მიმოწერის ავტენტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს, თუმცა განმარტა, რომ მისთვის მიუღებელია პირადი მიმოწერის გასაჯაროება.
რაც შეეხება პეტრე ცისკარიშვილს, პარტიის გენერალური მდივანი ამბობს, რომ სრქინები შექმნილი და გაყალბებულია.
"სქრინებით, პოსტებით, მოდით მე ნუ მესაუბრებით, იმიტომ რომ ნებისმიერი სქრინის შექმნა შეიძლება და ნებისმიერ ადამიანზე მერე ბინძურად მიწებება. "მიშას ტვინს აურევს ეკა ხერხეულიძეო" - ეს რა ჩემი ფრაზაა, საიდან მოიტანეთ, ეს არის აბსოლუტურად გაყალბებული აბსურდი, რომელიც არ ვიცი, ვინ შექმნა". - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.